ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა სამთომომპოვებით მრეწველობაში ფიქსირდება

ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა სამთომომპოვებით მრეწველობაში ფიქსირდება

2015 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 3.2%-ით გაიზარდა. ყველაზე მაღალი ზრდა (22.9%) სამთომომპოვებით სექტორში დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა მშენებლობა 17.2%-ით, ხოლო მესამეზე სასტუმროები და რესტორნები 8.9%-ით.

გამოშვება ყველაზე მეტად შემცირდა დამამუშავებელ მრეწველობაში – 5.2%-ით. 2.5%-ით შემცირდა ვაჭრობის დარგი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მსხვილი დარგია.

მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2015 წლის პირველ კვარტალში

ზრდის ტემპი

სამთომომპოვებითი მრეწველობა

22.9%

მშენებლობა

17.2%

სასტუმროები და რესტორნები

8.9%

საფინანსო საქმიანბა

8.9%

ტრანსპორტი

8.4%

კავშირგაბმულობა

5.4%

ოპერაციები უძრავი ქონებით

5.2%

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება

4.5%

განათლება

4.3%

სოფლის მეურნეობა

3.9%

სახელმწიფო მმართველობა

2.5%

ჯანმრთელობის დაცვა

0.8%

ვაჭრობა

-2.5%

დამამუშავებელი რეწველობა

-5.2%

მშპ

3.2%

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *