ფორბსმა 2016 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი 30 30-წლამდელი სელებრითის სია გამოაქვეყნა.
წელს პირველ ადგილზე 26 წლის ამერიკელი პოპვარსკვლავი ტეილორ სვიფტი გავიდა. მან 2015 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 1 ივნისამდე $170 მილიონი გამოიმუშავა და ჩამოიტოვა შარშანდელი ლიდერი – ბრიტანული ბოიბენდი One Direction-ი, რომელიც ოთხი 22-24 წლის ასაკის წევრისგან შედგება. ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანმა ბოიბენდი მეორე ადგილზე $110 მილიონით გავიდა.
მესამეზე არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი, $81.5 მილიონით. მესი მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების სიაში მეორე ადგილზეა და მხოლოდ კრიშტიანუ რანალდუს ჩამორჩება, რომელიც უკვე 31 წლისაა და ამ სიაში ვერ მოხვდა.
30-წლამდელთა რეიტინგში ყველაზე უმცროსი ჯასთინ ბიბერია (მეექვსე ადგილი, $56 მილიონი).