წელს საქართველოში 13 Tesla Model S დარეგისტრირდა, მათგან 2 კი 2017 წლის მოდელია.
საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი იზრდება. მიმდინარე წლის 10 თვეში, ქვეყანაში ჯამში 370 ელექტრო-ძრავიანი ავტომობილი დარეგისტრირდა, გასულ წელს ჯამში 472, ხოლო 2016 წელს კი მხოლოდ 33. ამასთან, 2017 წელს მთლიანი ავტომობილების იმპორტში ელექტრომობილების წილმა 1.2%, ხოლო ჰიბრიდების წილმა 24% შეადგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყველაზე პოპულარული Nissan LEAF-ის ელექტრომობილია. მხოლოდ მიმდინარე წელს მსგავსი მოდელის 295 ავტომობილი დარეგისტრირდა.
2017 წლის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე პერიოდში, საქართველოში 16 Tesla Model S დარეგისტრირდა, მათგან 13-ის რეგისტრაცია წელს განხორციელდა. Tesla-ს ელექტრომობილების უმეტესობა 2012-2013 წლებისაა, თუმცა წელს საქართველოში 2017 წლის 2 Model S-ის რეგისტრაციაც განხორციელდა.
2018 წელს საქართველოში შემოსული ელექტრომობილების TOP-ხუთეული შემდეგია:
- Nissan LEAF – 295
- Mitsubishi – 14
- Tesla Model S – 13
- Hyundai – 8
- BMW – 6