ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტ წიაღისეულ საწვავს იყენებენ

ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტ წიაღისეულ საწვავს იყენებენ

დღეს უფრო მეტი ენერგიის ფორმირების წყარო არსებობს, ვიდრე ოდესმე. იქნება ეს წიაღისეული საწვავიდან მიღებული ენერგია, ისეთი როგორიცაა  ქვანახშირი, ნავთობი და გაზი, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა, თუ განახლებადი ენერგიის წყაროები, როგორიცაა ბიოსაწვავი, ქარი და მზის ენერგია, რომლებიც სულ უფრო მეტად იმყარებენ პოზიციებს.

უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი ენერგეტიკული ლანდშაფტი საკმაოდ მრავალფეროვანია და შესაბამისად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიც საწვავის სხვადასხვა წყაროზე არიან დამოკიდებულნი. მიუხედავად ამისა, არაგანახლებადი რესურსებით მიღებული ენერგია ჯერ კიდევ დომინანტია მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში.

ენერგეტიკული ტარიფების შედარების პლატფორმა Utility Bidder–მა  გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც საუბარია ქვეყნებზე, რომლებიც არაგანახლებადი ენერგიის წარმოების კუთხით მსოფლიოს ტოპ 20 ქვეყანას წარმოადგენენ. ამავე კვლევაში ყურადღება გამახვილებულია წარმოების სხვადასხვა საშუალებებზე და მათ გადანაწილებაზე მოხმარების კუთხით.

წიაღისეული საწვავიდან ყველაზე ხშირად გამოყენებადი საწვავი კვლავ ქვანახშირია. ხოლო ქვეყანა, რომელიც ენერგეტიკული თვალსაზრისით ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ამ წიაღისეულ რესურსზე სამხრთ აფრიკის რესპუბლიკაა – ქვეყანა მთლიანი ენერგეტიკის 73%–ს ამ რესურსით აწარმოებს. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ქვეყანაში არ არსებობს სხვა ხელსაყრელი ალტერნატივა, ამასთან, თავად სამხრეთ აფრიკა ფლობს ქვანახშირის საკმაოდ დიდ მარაგს და მსოფლიოში ექსპორტის მხრივაც ერთ–ერთი ლიდერია.

ნავთობი – სინგაპური (მთლიანი მიწოდების 73%). სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მსგავსად, სინგაპურის ენერგომომარაგების 73% ერთ წიაღისეულ საწვავზეა დამოკიდებული, მაგრამ ამჯერად ეს ნავთობია. სინგაპური, რომელსაც ხშირად ასეც მოიხსენიებენ – „ნავთობის კერა აზიაში“, აწარმოებს 27,621 ktoe (კილოტონის ნავთობის ექვივალენტი) ელექტრონერგიას. მისი იდეალური სავაჭრო მდებარეობისა და უსაფრთხო გარემოს გამო აქ ბევრი ნავთობკომპანია ოპერირებს, მათ შორის  Exxon Mobil–ი.

ბუნებრივი აირი – ნიდერლანდები (მთლიანი მიწოდების 45%). ნიდერლანდების ენერგომომარაგება ძირითადად  ბუნებრივი აირზეა დამოკიდებული, რომლის 50% მოდის გრონინგენის გაზის საბადოდან, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდი ბუნებრივი აირის საბადოა. მეორე ნახევარი კი ჩრდილოეთ ზღვაში ოფშორული გაზის საბადოებიდან. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდების მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს რეგულარული წარმოება გრონინგენის ველიდან 2022 წლისთვის.

ბირთვული – საფრანგეთი (მთლიანი მიწოდების 42%). საფრანგეთი  ერთ–ერთი ლიდერია ბირთვულ ენერგიის გამოყენების კუთხით, რაც მისი ენერგიის მარაგის 42%-ს შეადგენს. 56 მოქმედი ბირთვული რეაქტორი აწარმოებს 103,966 ktoe, რაც  აშშ-ს შემდეგ მსოფლიოში მეორეა.

არაგანახლებადი რესურსების, როგორც ენერგიის მთავარი წყაროს ფორმირების კუთხით მსოფლიოს ტოპ ათი ქვეყანა:

  • სინგაპური – მთლიანი წარმოების 98%
  • ავსტრალია – 93%
  • სამხრეთ აფრიკა – 91%
  • ნიდერლანდები – 90%
  • მაროკო – 90%
  • ლუქსემბურგი – 90%
  • პოლონეთი – 89%
  • მექსიკა – 89%
  • ჩინეთი – მთლიანი წარმოების 88%
  • იაპონია – 88%
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *