ქვეყნები, რომლის მოსახლეობაც ეკონომიკური მდგომარეობით ყველაზე მეტად კმაყოფილია

ქვეყნები, რომლის მოსახლეობაც ეკონომიკური მდგომარეობით ყველაზე მეტად კმაყოფილია

მსოფლიოს ქვეყნების მოსახლეობა საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობაზე მეტად პოზიტიურადაა განწყობილი, ვიდრე ეს გასულ წელს იყო – PEW research center-ის კვლევის მიხედვით, ყველაზე პოზიტიურად საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას შვედეთის, შვეიცარიისა და ინდოეთის მოსახლეობა აფასებს.

მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა მომავლთან დაკავშირებით, კვლავ ნეგატურადაა განწყობილი.

კვლევაში მონაწილე 32 ქვეყნის მხოლოდ 46% აფასებს არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას „კარგად“.  41% კი მიიჩნევს, რომ მომავალი თაობა უკეთეს პირობებში გაიზრდება, ვიდრე მათი მშობლები. მომავალი თაობის პესრსპექტივებზე ყველაზე ნეგატიურად ფრანგები, იაპონელები და ბერძნები არიან განწყობილი.  

10-დან 6 ამერიკელი ეკონომიკურ მდგომარეობას დადებითად აფასებს. 2016 წელს ქვეყანაში უმუშევრობა 4,6% იყო, სამუშაო ადგილები კი ზედიზედ 80 თვეა იზრდება. შედარებისთვის: 2009 წელს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობა 9,3% იყო, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას დადებითად მხოლო 17% აფასებდა.

საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთსა და გაერთიანებულ სამეფოში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას პოზიტიურად მოსახლეობის 51% აფასებს. იაპონიაში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას დადებითად მოსახლეობის 41% აფასებს, – გასულ წელს ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 3,1% იყო.

კვლევაში მონაწილეობა ჯამში 34,788 რესპოდენტმა მიიღო.

რუსეთში იმ მოსახლეობის წილი, რომელიც თვლის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა „კარგია“ 2015 წელთან შედარებით გაორმაგდა და 46% შეადგინა.  

საზოგადოების კმაყოფილება ქვეყნის ეკონომიკის მიმართ ყველაზე მეტად იტალიაში შემცირდა.

ყველაზე კმაყოფილი კი საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით შემდეგი ქვეყნები არიან:

ნიდერლანდები – ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას „კარგად“ მოსახლეობის 87% აფასებს

შვედეთი – 84%

გერმანია – 86%

ინდოეთი – 83%

ფილიპინები – 78%

პოლონეთი – 64%

ინდონეზია 63%

ისრაელი – 62%

ავსტრია – 60%

კანადა – 59%

ამერიკის შეერთებული შტატები – 58%

2016 წლიდან 2017 წლამდე ყველაზე მეტად მოსახლეობის განწყობა ნიდერლანდებში, სამხრეთ აფრიკასა და ესპანეთში გაუმჯობესდა.

განვითარებად ქვეყნებში ყველაზე კარგად ქვეყნის ეკონომიკას ინდოეთში აფასებენ (83%), მას მოსდევს ფილიპინები (78%) სენეგალი (76%) და თურქეთი (65%).

ყველაზე ცუდად კი საკუთარი ქვეყნის ეკონომიკას ბერძნები აფასებენ (98%), მას მოსდევს კორეა (84%), იტალია (84%) და ბრაზილია (82%).