Forbes-ის უმდიდრესი ქალების სია 328 ადამიანისგან შედგება, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 36%-ითაა გაზრდილი. აქედან ყველაზე მეტი – 85 ქალი – ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მათი ქონება ჯამურად $555 მილიარდს აღწევს.
აღნიშნული მაჩვენებლით მეორე ადგილზე გერმანია დგას 29 მილიარდერი ქალითა და მათი $102.5-მილიარდიანი საერთო სიმდიდრით.
City A.M.-ი გვთავაზობს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ყველაზე მეტი უმდიდრესი ქალი ცხოვრობს.
| ქვეყანა | მილიარდერი ქალების რაოდენობა | ჯამური ქონება |
| აშშ | 85 | $555 მლრდ |
| გერმანია | 29 | $102.5 მლრდ |
| ჩინეთი | 26 | $165.7 მლრდ |
| იტალია | 13 | $34.7 მლრდ |
| ჰონგ-კონგი | 10 | $64.8 მლრდ |
| ავსტრალია | 9 | $40 მლრდ |
| ბრაზილია | 9 | $18.4 მლრდ |
| შვეიცარია | 9 | $34.4 მლრდ |
| ინდოეთი | 7 | $23.7 მლრდ |
| ესპანეთი | 7 | $19.5 მლრდ |
| შვედეთი | 7 | $32 მლრდ |
| საფრანგეთი | 5 | $95 მლრდ |
| კანადა | 4 | $8 მლრდ |
| დანია | 4 | $19.9 მლრდ |
| სამხრეთი კორეა | 4 | $8.8 მლრდ |
| თურქეთი | 4 | $8.6 მლრდ |
| ისრაელი | 3 | $6.7 მლრდ |
| ნორვეგია | 3 | $6.7 მლრდ |
| რუსეთი | 3 | $15.6 მლრდ |
| გაერთიანებული სამეფო | 3 | $11 მლრდ |
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქალად L’Oreal-ის დამფუძნებლის მემკვიდრე, ფრანსუაზ ბეტანკურ-მაიერსი, სახელდება. წლიდან წლამდე მდიდრდება Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის, ყოფილი ცოლი, მაკკენზი სკოტიც, რომელმაც პანდემიის დროს საქველმოქმედო მიზნებით $6 მილიარდი გასცა.
ამავე თემაზე:
















