აგვისტოში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 107,5 ათასი ტონა, რაც 1,5 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით და 6,5 ათასი ტონით მეტია გასული წლის აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, სულ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 733,2 ათასი ტონა, რაც 56,1 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ქვეყნების მიხედვით 2018 წლის აგვისტოს თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 31,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 24,4 ათასი ტონა (22,7%), თურქმენეთი – 17,1 ათასი ტონა (15,9%); ბულგარეთი – 14,0 ათასი ტონა (13,0 %); აზერბაიჯანი – 13,7 ათასი ტონა (12,8%), საბერძნეთი – 6,8 ათასი ტონა (6,3%);
ქვეყნების მიხედვით 2018 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 191,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 26,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 187,0 ათასი ტონა (25,5%); თურქმენეთი – 122,9 ათასი ტონა (16,8%); აზერბაიჯანი – 106,8 ათასი ტონა (14,6%), ბულგარეთი – 80,3 ათასი ტონა (10,9%); საბერძნეთი – 44,6 ათასი ტონა (6,1%).