აქტივებით დაფარვის კოეფიციენტი (ინგლისურად Asset Coverage Ratio) არის ფინანსური მაჩვენებელი, რომელიც გვეუბნება, რამდენად შეუძლია კომპანიას დაფაროს აღებული ვალები აქტივების გამოყენებით.
აქტივებით დაფარვის კოეფიციენტი შემდეგნაირად გამოითვლება: აქტივებსა და არამატერიალურ აქტივებს შორის სხვაობას უნდა გამოაკლდეს ვალდებულებებსა და მოკლევადიან სესხებს შორის სხვაობა და მიღებული რიცხვი უნდა შევაფარდოთ კომპანიის მთლიან ვალთან. რაც უფრო მაღალია კოეფიციენტი, ეს ნიშნავს, რომ მით უფრო აღემატება კომპანიის აქტივები მის სასესხო ვალდებულებებს და, შესაბამისად, კომპანია ნაკლებად რისკიანია.
აღნიშნული კოეფიციენტი ინვესტორებს, კრედიტორებს და ანალიტიკოსებს კომპანიის ფინანსური გადახდისუნარიანობის და სტაბილურობის შეფასებაში ეხმარება.