რა არის არამატერიალური აქტივები?

რა არის არამატერიალური აქტივები?

არამატერიალური აქტივები (ინგლისურად Intangible Assets) არის ფიზიკური ფორმის არმქონე არაფულადი აქტივები, რომლებიც არის კონტროლირებადი, იდენტიფიცირებადი და რომელთაც მისი მფლობელისთვის ეკონომიკური სარგებელი მოაქვს.

არამატერიალური აქტივების სახეობებია: პატენტი, ლიცენზია, გუდვილი, ნოუ-ჰაუ, საავტორო უფლება, ფრანშიზი, სავაჭრო მარკები, ნიშნები, ემბლემები, საფირმო სახელები და სხვა.

ბუღალტრულ აღრიცხვაში არამატერიალური აქტივების შეფასება სხვადასხვა მეთოდით ხორციელდება. გარკვეული არამატერიალური აქტივების ღირებულება დროთა განმავლობაში მცირდება, რაც კომპანიისთვის ხარჯია და აქტივის ღირებულებას ამცირებს. არამატერიალური აქტივის შემცირებული ღირებულების სისტემატურად ჩამოწერას ამორტიზაცია ჰქვია.