დიუთი ფრი (ინგლისურად Duty Free) არის ქვეყნის ტერიტორიაზე გამოყოფილი სპეციალური ეკონომიკური ზონა, სადაც საგადასახადო შეღავათები მოქმედებს. ინგლისურიდან „Duty Free“ ითარგმნება, როგორც ვალდებულებისგან თავისუფალი. დიუთი ფრი სავაჭრო ობიექტების სახით ძირითადად აეროპორტებში, რკინიგზის სადგურებსა და სხვა საერთაშორისო სატრანსპორტო კვანძებში ეწყობა. დიუთი ფრი მაღაზიები გათავისუფლებული არიან საბაჟო გადასახადისგან და ადგილობრივი გადასახადების ნაწილისგან. დიუთი ფრიში ნაყიდი საქონელი მომხმარებელმა ქვეყნიდან უნდა გაიტანოს.
პირველი დიუთი ფრი 1947 წელს ირლანდიაში, შანონის აეროპორტში გაიხსნა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.