EBITDA (Earnings Before Interest, Taxes, Depreciation and Amortization) არის კომპანიის ეფექტიანად მუშაობის შეფასების მაჩვენებელი. ის არის კომპანიის საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული მოგება, სანამ ამ მოგებას გამოაკლდება ვალის მომსახურების ხარჯი, გადასახადები, ცვეთა და ამორტიზაცია. EBITDA-ს მიზანი არის აჩვენოს როგორ მუშაობს კომპანია შიდა ფაქტორებით, რადგან სესხის მომსახურება, გადასახადები და ამორტიზაცია ძირითადად გარე ხარჯად ითვლება. აქედან გამომდინარე, ინვესტორები კომპანიის მომგებიანობის შესაფასებლად ხშირად EBITDA-ს იყენებენ. ასევე, ის მოსახერხებელია, როცა კომპანიების ერთმანეთთან შედარება ხდება.
გავრცელებულია მისგან წარმოებული მაჩვენებლების გამოყენებაც, როგორებიცაა, მაგალითად, EBIT ან EBT. EBIT მოგებაა საპროცენტო და საგადასახადო ხარჯის გარეშე, ხოლო EBT არის მხოლოდ გადასახადების გარეშე.