ინდექსი (ინგლისურად Index) არის ნიშანი, რომელიც ეკონომიკაში რაიმე მოვლენის შესწავლის შემდეგ მიღებული შედეგების საჩვენებლად გამოიყენება. ინდექსს ძირითადად სხვადასხვა მოვლენისა თუ სუბიექტების ერთმანეთთან შესადარებლად ან ეკონომიკური მოვლენების დინამიკაში შესასწავლად იყენებენ. მაგალითად, ფართოდ გამოიყენება ფასების ინდექსი, რომელიც გარკვეულ პერიოდში ფასების დინამიკას აჩვენებს.
ხშირად ინდექსებს ქვეყნების ერთმანეთთან შესადარებლად იყენებენ. მაგალითად, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ქვეყნებს ერთმანეთს ადარებს იმის მიხედვით, თუ სად უფრო თავისუფალია ეკონომიკა. თავად ინდექსის გამოთვლა სხვადასხვა კრიტერიუმზე დაყრდნობით ხდება.