კონგლომერატი (ინგლისურად Conglomerate) ლათინური წარმომავლობის სიტყვაა და შეგროვებულს ნიშნავს. ეკონომიკაში კი კონგლომერატი საწარმოების გაერთიანებას ნიშნავს, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ეწევიან. ძირითადად კონგლომერატები მსხვილი საწარმოს მიერ სხვადასხვა საქმიანობის სფეროს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების შეძენით იქმნება. კონგლომერატებია ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა: „ჯენერალ ელექტრიკი“, „სამსუნგი“, „მიცუბიში“, „ჰიტაჩი“, სოფტბანკი“ და სხვა.
კონგლომერატში შემავალი საწარმოები ერთმანეთისგან დამოუკიდებლები არიან, მაგრამ ფინანსურად და სტრატეგიულად დამოკიდებული არიან მშობელ კომპანიაზე (კომპანია, რომელიც ფლობს მათ). დღეს კონგლომერატების შექმნა უფრო აქტუალური აზიის ქვეყნებშია, მაგალითად: იაპონიაში, ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში. კონგლომერატების შექმნით ინვესტირების დივერსიფიცირება და ბიზნესრისკის შემცირება ხდება.