რა არის კონცესია?

რა არის კონცესია?

კონცესია (ინგლისურად Concession) არის სახელმწიფოს მიერ წიაღისეულის, მიწის ნაკვეთების ან სხვა ბუნებრივი რესურსების განსაზღვრული პირობებით ექსპლუატაციაში გადაცემა კერძო პირისთვის. იურიდიულად კონცესია სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთი ფორმაა, გრძელვადიანი იჯარის მსგავსი. კონცესია სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, კერძო პირისგან მიიღოს შემოსავალი, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ დარჩეს განვითარებული წარმოება, ტექნოლოგიები. კონცესია ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი ფორმაა.

მაგალითად, ისეთი საჯარო მომსახურება, როგორიც არის წყლის მიწოდება, შესაძლოა განხორციელდეს კონცესიით გზით. კერძო კომპანია დებს შეთანხმებას სახელმწიფოსთან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ექსკლუზიურად მართოს და მიაწოდოს წყლის რესურსები მომხმარებლებს. ამავე დროს, ინფრასტრუქტურის გამართვისთვის საჭირო ინვესტიციებს თავად კომპანია ახორციელებს.