რა არის ლიცენზია?

რა არის ლიცენზია?

ლიცენზია (ინგლისურად License) არის სახელმწიფო ორგანოს მიერ პირისათვის  მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება. ლიცენზიას ფიზიკური ან იურიდიული პირი იღებს კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე. არსებობს ორი სახის ლიცენზია:

სარგებლობის ლიცენზია – ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის უფლება. მაგალითად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება.

საქმიანობის ლიცენზია – ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება გარკვეული საქმიანობის განხორციელების უფლება. მაგალითად, საბანკო საქმიანობის ლიცენზია.