ლიცენზია (ინგლისურად License) არის სახელმწიფო ორგანოს მიერ პირისათვის მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება. ლიცენზიას ფიზიკური ან იურიდიული პირი იღებს კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე. არსებობს ორი სახის ლიცენზია:
სარგებლობის ლიცენზია – ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის უფლება. მაგალითად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება.
საქმიანობის ლიცენზია – ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება გარკვეული საქმიანობის განხორციელების უფლება. მაგალითად, საბანკო საქმიანობის ლიცენზია.