ოლიგარქია (ინგლისურად Oligarchy) არის ქვეყნის მმართველობის ფორმა, როდესაც ძალაუფლება ადამიანთა ვიწრო, ელიტური ჯგუფის ხელშია და ამ ძალაუფლებას პირადი კეთიდღეობისთვის იყენებენ. სიტყვა „ოლიგარქიას“ ძველბერძნული წარმოშობა აქვს, „ოლიგონ“ ნიშნავს ცოტას, ხოლო „არქე“ – ძალაუფლებას. თანამედროვე დროში ოლიგარქიული მმართველობა სიმდიდრით გამორჩეული ადამიანების მმართველობით ხასიათდება, როდესაც პოლიტიკურ ბერკეტებს ძირითადად საკუთარი მატერიალური მდგომარეობის საკეთილდღეოდ იყენებენ. ოლიგარქიულ მმართველობას ახასიათებს კორუფციის მაღალი დონე, რადგან ოლიგარქებს კორუფციულ გარემოში უფრო უმარტივდებათ საკუთარი სიმდიდრის ზრდა.
სხვა სიახლეები
- მსგავსი
- ავტორის სხვა სტატიები