რეექსპორტი (ინგლისურად Re-export) არის საზღვარგარეთიდან შემოტანილი საქონლის ექსპორტი. მაგალითად, როდესაც საქართველოში შემოდის ამერიკული ავტომობილები და შემდეგ ეს ავტომობილები გადის ექსპორტზე აზერბაიჯანში, ეს არის რეექსპორტი. რეექსპორტის განხორციელებისას საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია: ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ცვლილებებით.
მიუხედავად რეექსპორტის ზოგადი განმარტებისა, ქვეყნები საკუთარი კანონმდებლობით განმარტავენ რა არის რეექსპორტი, რადგან ის დაკავშირებულია საბაჟო გადასახადთან. აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ოპერაცია, შესაძლოა ერთ ქვეყანაში ჩაითვალოს რეექსპორტად და მეორეში – არა. პრინციპი ყველგან ერთია – იმპორტირებული საქონლის ექსპორტირება, მაგრამ განსხვავებაა ექსპორტის ვადებში და რა ჩაითვლება საქონლის უცვლელ მდგომარეობად.