რა არის რთული პროცენტი?

რა არის რთული პროცენტი?

რთული პროცენტი (ინგლისურად Compound Interest) არის დეპოზიტზე, სესხზე ან სხვა ფინანსურ აქტივზე პროცენტის (სარგებლის) დარიცხვის მეთოდი. რთული პროცენტის დროს საპროცენტო განაკვეთის დარიცხვა ხორციელდება ძირი თანხისა და წინა პერიოდში დარიცხული პროცენტის ჯამზე, ანუ დარიცხული პროცენტი მზარდია.

მაგალითად, თუ დეპოზიტზე 5 წლით განათავსეთ 10,000 ლარი და წლიური სარგებლის განაკვეთი 10 პროცენტია, რთული პროცენტის დროს პირველ წელს 10,000 ლარს დაემატება მისი 10 პროცენტი ანუ 1,000 ლარი. მეორე წელს უკვე 11,000 ლარს (10,000 ლარს დამატებული დარიცხული 1,000 ლარი) დაემატება მისი 10 პროცენტი, ანუ 1,100 ლარი და ა.შ. 5 წლის შემდეგ აიღებთ 16,105 ლარს (10,000 ლარს დამატებული დარიცხული სარგებელი 6,105 ლარი).