სახაზინო ობლიგაცია (ინგლისურად Treasury bonds) არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული ერთ წელზე მეტი ვადის მქონე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. როდესაც ქვეყნის ბიუჯეტი დეფიციტურია, ფინანსთა სამინისტრო ყიდის სახაზინო ობლიგაციებს და ამ გზით ბიუჯეტის დეფიციტს აფინანსებს. ვადის ამოწურვის შემდეგ მთავრობა სახაზინო ობლიგაციების მფლობელს ძირ თანხას პროცენტთან ერთად უხდის. ობლიგაციის მფლობელისთვის (ანუ ფულის გამსესხებლისთვის) სარგებლის გადახდა პერიოდულად ხდება. მაგალითად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 1-დან 10 წლამდე სახაზინო ობლიგაციებს უშვებს და დარიცხულ სარგებელს (ანუ კუპონს) 6 თვეში ერთხელ იხდის.
სამთავრობო ობლიგაციები მინიმალური რისკიანობით ხასიათდება. ამასთან, მათ მფლობელებს აღნიშნული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა შეუძლიათ.