რა არის სამომხმარებლო სესხი?

რა არის სამომხმარებლო სესხი?

სამომხმარებლო სესხი (ინგლისურად Consumer Loan) არის სესხის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც მსესხებლის პირადი საჭიროების დასაფინანსებლად გაიცემა. კონკრეტული მიზნის მქონე სესხები, მაგალითად, სამომხმარებლო ნივთის შესაძენი სესხი, განვადება, ტურისტული სესხი და ა.შ. სამომხმარებლო სესხებია. სამომხმარებლო სესხი სხვა სახის სესხებთან შედარებით ყველაზე გავრცელებული კრედიტია, რომელიც ძირითადად მოკლე ან საშუალოვადიანია, შეიძლება გაიცეს როგორც უზრუნველყოფით, ასევე უზრუნველყოფის გარეშე. საქართველოში სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადა ოთხი წელია.

სამომხმარებლო სესხი ასაღებად უფრო მარტივია, ვიდრე ბიზნესსესხი ან უძრავი ქონების შესაძენად გამოყოფილი სესხი. ზოგ შემთხვევაში, სამომხმარებლო სესხი მიზნობრიობის გარეშეც გაიცემა, ანუ მსესხებელი არ არის ვალდებული, წინასწარ შეუთანხმოს კრედიტორს, თუ რაში დახარჯავს სესხის სახით მიღებულ თანხას.