რა არის სანქციები?

რა არის სანქციები?

სანქციები (ინგლისურად Sanctions) არის ეკონომიკური და პოლიტიკური ღონისძიებები, რომელთა მიზანია სახელმწიფოს, ჯგუფებს ან ინდივიდებს ქცევა შეაცვლევინოს. მაგალითად, სანქციის მიზანი შეიძლება იყოს მთავრობის იძულება, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების სისტემატურად რღვევა. სანქციები ზღუდავენ მთავრობების, კომპანიების ან ინდივიდების თავისუფლებას. სანქცია შეიძლება დააწესოს როგორც ერთმა სუბიექტმა, ასევე შეიძლება დაწესდეს კოლექტიურად, მაგალითად, რამდენიმე სახელმწიფომ ერთად დააწესოს. სანქცია მთავრობების პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფასია. მას აქტიურად იყენებენ ბოლო ათწლეულებში. დღეს ყველაზე მეტი სანქცია რუსეთისთვის არის დაწესებული.

სანქციები მრავალგვარია, მაგრამ ბოლო წლებში ყველაზე გავრცელებულია სავიზო შეზღუდვა, სავაჭრო შეზღუდვა და აქტივების „გაყინვა“. კომპანიებისა და ინდივიდებისთვის ყველაზე მძიმე ფინანსური სანქციებია, რადგან ძირითადად საბანკო მომსახურებას ვეღარ იღებენ, ან მაქსიმალურად ეზღუდებათ. ქვეყნისთვის კი ყველაზე მძიმე ეკონომიკური სანქციებია, როცა ქვეყანას ვაჭრობა და დაფინანსების მიღება ეზღუდება.