შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) (ინგლისურად Limited Liability Company (LLC) არის საწარმოს (კომპანიის) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. შპს-ის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მხოლოდ ამ საწარმოს ქონებით და საწარმოს მფლობელები პირადი ქონებით არ აგებენ პასუხს. სწორედ ამიტომ ჰქვია აღნიშნულ სამართლებრივ ფორმას შეზღუდული პასუხისმგებლობის. თუ შპს-ს ერთზე მეტი მფლობელი ჰყავს, კომპანიის კაპიტალი წილებად იყოფა. არ არის აუცილებელი, კომპანიის მოგება მფლობელების წილების პროპორციულად გაიყოს. მოგების განაწილების წესი, კომპანიის მართვის წესი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები კომპანიის წესდებით დგინდება.
შპს-ის რეგისტრირება შედარებით ნაკლები ბიუროკრატიული პროცედურებით ხასიათდება. შესაბამისად, ბევრ ქვეყანაში საწარმოების სამართლებრივ ფორმებში შპს ჭარბობს.