რა არის სტაგნაცია?

რა არის სტაგნაცია?

სტაგნაცია (ინგლისურად Stagnation) არის ეკონომიკური განვითარების (ზრდის) შეჩერება ან მნიშვნელოვანი შენელება. სტაგნაციის დროს ქვეყნის ეკონომიკა გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ იზრდება ან დაბალი ტემპით იზრდება. სტაგნაციას თან ახლავს სხვა პრობლემები: გარკვეულ დარგებში წარმოების ვარდნა, ვაჭრობის შემცირება, დასაქმების შემცირება და ა.შ. სტაგნაცია რეცესიისგან იმით განსხვავდება, რომ რეცესიის დროს აუცილებლად მცირდება ქვეყნის ეკონომიკა და ამასთან, რეცესია უფრო ხანგრძლივი მოვლენაა.

განვითარებად ქვეყნებში 2%-ზე ნაკლები ეკონომიკური ზრდა უკვე შეიძლება, სტაგნაციად ჩაითვალოს, თუ სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებაც შეინიშნება. განვითარებულ ქვეყნებში კი სტაგნაციის დროს ეკონომიკური ზრდის ტემპი ნულთან ახლოს არის.

სტაგნაცია დროებით ეკონომიკურ პრობლემადაა მიჩნეული, რომელიც მოკლევადიანი მიწოდების (წარმოების) შოკით არის გამოწვეული ან ეკონომიკის გარკვეულ დარგებშია მხოლოდ კლება, რაც ეკონომიკის ზრდის ჯამურ ტემპს ამცირებს. მაგალითად, იმპორტირებულ ნავთობზე დამოკიდებულ ქვეყნებში სტაგნაციას იწვევს ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი ზრდა და პირიქით, ნავთობექსპორტიორ ქვეყნებში ნავთობის გაიაფება ხდება სტაგნაციის მიზეზი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *