რა არის ვენჩურული კაპიტალი?

რა არის ვენჩურული კაპიტალი?

ვენჩურული კაპიტალი (ინგლისურად Venture Capital) არის მაღალრისკიანი ინვესტიცია, რომელსაც ძირითადად ახალდაფუძნებულ ბიზნესებში („სტარტაპებში“) ახორციელებენ. სიტყვა „Venture“ ქართულად რისკიანს, სარისკო წამოწყებას ნიშნავს. ვენჩურულ კაპიტალს ძირითადად პატარა ახალდაფუძნებული კომპანიები იზიდავენ, რომელთათვისაც მცირე ინვესტიციაც მნიშვნელოვანია და ამასთან ერთად, საკრედიტო რესურსზე რთულად მიუწვდებათ ხელი. ინვესტიციის სანაცვლოდ ინვესტორი კომპანიის წილს იღებს.

ვენჩურული კაპიტალის წყარო ინდივიდუალური ინვესტორები ან ვენჩურული კაპიტალის ფონდებია. ისინი ეძებენ პერსპექტიულ კომპანიებს. ბოლო წლებში ამ მხრივ ძირითადად საინფორმაციო ტექნოლოგიების მწარმოებელი და მიმწოდებელი კომპანიებია გამორჩეული. ვენჩურული კაპიტალი ყოველთვის ფულადი ფორმით არ არის, ის შეიძლება სხვა აქტივით იყოს გამოხატული, მაგალითად, ტექნოლოგიების გადაცემით, მენეჯერული გამოცდილების გაზიარებით.

ვენჩურული კაპიტალის ინვესტორები ძირითადად ინვესტიციების დივერსიფიკაციის გზით მუშაობენ. ინვესტიციებს დებენ ბევრ მცირე კომპანიაში და აქედან რამდენიმეც რომ გახდეს წარმატებული, მოგებაში რჩებიან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *