ევროკომისია, იგივე ევროპული კომისია, ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, აღმასრულებელი ორგანოა. ევროკომისია ახალ ევროპულ კანონპროექტებზე მუშაობს, რომელთაც დასამტკიცებლად ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოს წარუდგენს. ორგანო ევროკავშირის საერთო პოლიტიკას ახორციელებს და ევროპულ ფონდებსა და პროგრამებს უწევს კოორდინირებას. კომისია, ასევე, აკონტროლებს ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და კანონების აღსრულებასაც.
ევროკომისია 27-წევრიან კოლეგიას წარმოადგენს, რომელიც კომისრებისაგან შედგება. კომისიას ჰყავს პრეზიდენტი და რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტი. კომისიის წევრებს ევროპარლამენტი ირჩევს და 5 წლის ვადით ამტკიცებს. ევროკომისრები ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა საკითხების კოორდინირებაზე არიან პასუხისმგებელნი. კომისია კოლეგიალურობის პრინციპით მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი არა კონკრეტული კომისარი, არამედ სრული კომისიაა. გაეცანით, ევროკომისრების ჩამონათვალს, რომელთა მანდატიც ევროპარლამენტმა 2019 წელს დაამტკიცა.
ევროკომისიის პრეზიდენტი – ურსულა ფონ დერ ლეიენი
ევროკომისრები:
- მარგარეტ ვესტაგერი – აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი
- ვალდის დომბროვსკისი – აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი
- მაროშ შეფჩოვიჩი – აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი
- ჯოზეფ ბორელი – ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში
- ვერა ჯოუროვა – ვიცე-პრეზიდენტი, ღირებულებები და გამჭვირვალობა.
- დუბრავკა შუიცა – ვიცე-პრეზიდენტი, დემოკრატია და დემოგრაფია.
- მარგარიტის შინასი – ვიცე-პრეზიდენტი
- იოჰანეს ჰანი – კომისარი, ბიუჯეტი და ადმინისტრაცია.
- ნიკოლას შმიტი – კომისარი, სამუშაო ადგილები და სოციალური უფლებები.
- პაოლო გენტილონი – კომისარი, ეკონომიკა.
- იანუშ ვოიეჩოვსკი – კომისარი, სოფლის მეურნეობა.
- ტიერი ბრეტონი – კომისარი, შიდა ბაზარი.
- ელისა ფერეირა – კომისარი, ერთიანობა და რეფორმები.
- სტელა კირიაკიდესი – კომისარი, ჯანდაცვა და სურსათის უვნებლობა.
- დიდიე რეინდერსი – კომისარი, მართლმსაჯულება.
- ელენა დალი – კომისარი, თანასწორობა.
- ილვა იოჰანსონი – კომისარი, შიდა საქმეები.
- იანეზ ლენარჩიჩი – კომისარი, კრიზისების მენეჯმენტი.
- ადინა ვალეანი – კომისარი, ტრანსპორტი.
- ოლივერ ვარჰელი – კომისარი, სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკა.
- იუტა ურპილაინენი – კომისარი, საერთაშორისო პარტნიორობა.
- კადრი სიმსონი – კომისარი, ენერგეტიკა.
- ვირგინიუს სინკევიჩიუსი – კომისარი, გარემოს დაცვა, ოკეანეები და სათევზაო მრეწველობა.
- მაირედ მაკგინესი – კომისარი, ფინანსური სამსახურები, ფინანსური სტაიბილურობა.
- ილიანა ივანოვა – კომისარი, ინოვაციები, კულტურა, განათლება და ახალგაზრდობა.
- უოპკე ოეკსტრა – კომისარი, კლიმატის ცვლილება.