საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) საქართველოში შემოსული ტურისტების სტატისტიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის მე-2 კვარტალში უცხოელმა ვიზიტორებმა საქართელოში 1.9 მილიარდი ლარი დახარჯეს, რაც 31.5%-ით აღემატება გასული წლის მე-2 კვარტლის მაჩვენებელს. ვიზიტორის მიერ ერთი ვიზიტის დროს გაწეული საშუალო ხარჯი 1 144 ლარია, რაც გასული წლის მე-2 კვარტლის საშუალო მაჩვენებელზე 15.5%-ით მეტია.
ტურისტები საშუალოდ ყველაზე მეტ თანხას საკვებზე და სასმელზე ხარჯავენ, დაახლოებით 309 ლარს, რაც მთლიანი დანახარჯის 27%-ია. შემდეგ მოდის განთავსებაზე დანახარჯი, საშუალოდ 253 ლარით და გართობაზე დანახარჯი 211 ლარით. ყველაზე ნაკლებ თანხას კი ძვირფასი ნივთების შეძენაზე და ადგილობრივ ტრანსპორტში ხარჯავენ.