რატომ ირჩევს საქართველოში 50,000 მოსწავლე საქართველოს ბანკის BOG sCoolApp-ს?

რატომ ირჩევს საქართველოში 50,000 მოსწავლე საქართველოს ბანკის BOG sCoolApp-ს?

ყველაფერი დაიწყო იდეითპირველად საქართველოსა და რეგიონში შექმნილიყო პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა სკოლის მოსწავლეებს, დამოუკიდებლად ემართათ საკუთარი ფინანსები.

საქართველოს ბანკი უკვე მრავალი წელია, სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, მხარს უჭერს ეკონომიკურ განათლებას და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ფინანსური ცნობიერების ამაღლებას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის გუნდმა გადაწყვიტა, სკოლის მოსწავლეებისთვის შეექმნა ისეთი აპლიკაცია, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა ახალგაზრდებს, ადრეული ასაკიდანვე ესწავლათ საკუთარი ფინანსების დამოუკიდებლად მართვა და ხელს შეუწყობდა მათში ეკონომიკური აზროვნების განვითარებას.

ასე შეიქმნა მოსწავლეების ინტერესებსა და საჭიროებებზე სრულად მორგებული BOG sCoolApp-ი, რომელიც ციფრულ სივრცეში სულ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა და დღეს ქვეყნის მასშტაბით მას 50 000 მოსწავლე სხვადასხვა მარტივი ტრანზაქციის განსახორციელებლად იყენებს.

“BOG sCoolApp ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. სულ რამდენიმე წამში შემიძლია, დამოუკიდებლად ჩავრიცხო თანხა მობილურის ანგარიშზე, GIFებთან ერთად გადავუგზავნო თანხა მეგობრებს და მოვითხოვო ჯიბის ფული მშობლებისგან“, – აღნიშნავს ლუკა, მეცხრე კლასის მოსწავლე.

თუმცა, ლუკას მიერ ჩამოთვლილი მახასიათებლები BOG sCoolApp-ის ფუნქციების მხოლოდ ნაწილია. აპლიკაცია შესაძლებლობას აძლევს სკოლის მოსწავლეებს, დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები – შეამოწმონ sCool Card-ის ბალანსი, მიიღონ მათზე მორგებული შეთავაზებები და ფასდაკლებები, ასევე, კვირაში რამდენჯერმე ისარგებლონ დიდი ბენეფიტებით, დაათვალიერონ გადახდების ისტორია, ინტერესების მიხედვით შეცვალონ აპლიკაციის ფონი, ყულაბის მეშვეობით კი დააგროვონ თანხა საკუთარი მიზნებისთვის.

ყოველთვის მინდოდა, ჩემს sCool Card-ზე ჯიბის ფული სწორად გადამენაწილებინა – ამესრულებინა დასახული მიზნები, შემეძინა სასურველი ნივთი და შემემოწმებინა ბალანსი. ეს ყველაფერი კი BOG sCoolApp-მა ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახადა“,- აღნიშნავს ნინო, მეათე კლასის მოსწავლე.

უფრო მეტიც, BOG sCoolApp-ის საშუალებით, ახალგაზრდებს აქვთ წვდომა ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე დიდი ოლიმპიადებისა და საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ ინფორმაციაზე, რაც აძლევს მათ შესაძლებლობას, დარეგისტრირდნენ მათთვის საინტერესო კონკურსებსა თუ შეჯიბრებზე, შეიძინონ ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი.

როგორც საქართველოს ბანკში გვიხსნიან, მათი გუნდი აქტიურად თანამშრომლობდა ახალგაზრდებთან და მათთან ერთად მუშაობდა BOG sCoolApp-ის დეველოპმენტის პროცესზე, რათა შეექმნათ აპლიკაცია, რომელიც ერთი მხრივ, სრულად იქნებოდა მორგებული მოსწავლეების სურვილებსა და საჭიროებებზე, მეორე მხრივ კი მისცემდა მათ განათლების მიღების შესაძლებლობას.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, ყველაზე ციფრული თაობისთვის შეგვექმნა ყველაზე ციფრული სივრცე – BOG sCoolApp-ი, რომელიც მოსწავლეებს სრულიად ახალ საბანკო გამოცდილებას შესთავაზებდა. იმისათვის, რომ აპლიკაცია სრულად ახალგაზრდებზე ყოფილიყო მორგებული, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით მათთან – ვატარებდით კვლევებს, რომლის ფარგლებშიც ვცდილობდით, გაგვეგო მოსწავლეების სურვილები, მოლოდინები და საჭიროებები… გამოკითხვების შედეგად მიღებულ პასუხებს კი დეველოპმენტის გუნდი აპლიკაციის ფუნქციონალსა და სხვადასხვა მახასიათებლებში თარგმნიდა.

დღეს BOG sCoolApp-ი შესაძლებლობას აძლევს სკოლის მოსწავლეებს, სახალისო და საინტერესო სივრცეში განივითარონ ეკონომიკური აზროვნება, ისწავლონ ფინანსების მართვა, მიიღონ თანხის განაწილების გამოცდილება, რაც გრძელვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ეფექტური ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკური ცნობიერების მქონე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას“, – აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

საქართველოს ბანკის გუნდი აქტიურად აგრძელებს მუშაობას BOG sCoolApp-ის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე. ამ პროცესში კვლავ აქტიურად მონაწილეობენ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც გვპირდებიან, რომ სულ მალე მათ თანატოლებს ექნებათ წვდომა BOG sCoolApp-ის კიდევ უფრო მეტად სახალისო და საინტერესო ფუნქციონალზე. S