რატომ უნდა ავირჩიოთ ბათუმი უძრავ ქონებაში ინვესტირებისთვის?

რატომ უნდა ავირჩიოთ ბათუმი უძრავ ქონებაში ინვესტირებისთვის?

ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი ვითარდება. მზარდ ბაზარზე კონკურენციაც მატულობს და ზღვისპირა ქალაქი უძრავ ქონებაში ინვესტირების მსურველთათვის სულ უფრო მეტად საინტერესო ადგილად იქცევა. ბაზრის ათვისებას „ელთ ბილდინგიც“ გეგმავს, რომელმაც ბათუმში უკვე 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. გთავაზობთ ინტერვიუს კომპანიის კომერციულ დირექტორთან, ვალერი გურგენაძესთან, რომელიც ბათუმის, როგორც უძრავ ქონებაში საინვესტიციოდ მიმზიდველი ქალაქის, უპირატესობებზე საუბრობს.

რატომ ბათუმი? რა გავლენა იქონია მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე და რა მოლოდინები არსებობს ამ გარემოებების გათვალისწინებით?

COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ადამიანებმა თავიანთ ცხოვრებას გადახედეს, რამაც მათ უბიძგა, საცხოვრებლად შედარებით მცირე ზომის ქალაქები აერჩიათ. სწორედ ასეთი ქალაქია ბათუმი. ეს ტენდენცია მკვეთრად შესამჩნევია, თუმცა, ამავდროულად, მეზობელ ქვეყნებში პოლიტიკური არასტაბილურობა ინვესტორების ყურადღებას ბათუმისკენ, როგორც უსაფრთხო ქალაქისკენ მიმართავს, სადაც ხელსაყრელი ბიზნესგარემოა.

საქართველოს მთავრობა დაუღალავად მუშაობს ტურიზმის განვითარებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქალაქის უძრავი ქონების ბაზარი გრძელვადიან პერიოდში განვითარებას გააგრძელებს. შთამბეჭდავი პეიზაჟებით, მდიდარი კულტურითა და სტუმართმოყვარე საზოგადოებით, ბათუმი შეუდარებელ ცხოვრების წესს გთავაზობთ, რომელიც ერთნაირად იზიდავს ადგილობრივებს და უცხოელებს. რატომ ბათუმი? კითხვა უნდა იყოს, რატომ არა ბათუმი? აქ შეგიძლიათ ჩადოთ ინვესტიცია თქვენს მომავალში და უამრავი შესაძლებლობა აღმოაჩინოთ.

ვინ არიან თქვენი მყიდველები/ინვესტორები? რომელი სეგმენტია ყველაზე აქტიური და ვისთან არის უფრო მნიშვნელოვანი მუშაობა ერთ კონკრეტულ ბაზარზე დამოკიდებულების შესამცირებლად?

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეები ამ ბაზარზე ისტორიულად დომინირებდნენ, ჩვენ ვამაყობთ, რომ ახალი ბაზრების ათვისებაში პირველები ვართ. ჩვენმა მარკეტინგულმა ძალისხმევამ განაპირობა ჩვენს „ელთ კვარტალში” 41 ქვეყნის წარმომადგენლობა, რამაც რუსეთის ბაზარზე ჩვენი დამოკიდებულება ბოლო ორი წლის განმავლობაში 20%-მდე შეამცირა. შედეგად, ჩვენ წარმატებით შევედით ისეთ ახალ, აუთვისებელ ბაზრებზე, როგორიცაა ჩრდილოეთი ევროპა, სამხრეთი ამერიკა, არაბული ქვეყნები, ცენტრალური და აღმოსავლეთი აზია.

მოკლევადიანი გაქირავებისთვის შესაფერის მცირე და საშუალო ზომის ბინებზე მოთხოვნა ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის ყველაზე აქტიური სეგმენტია, განსაკუთრებით – საერთაშორისო ინვესტორებს შორის. ეს განპირობებულია ქალაქის, როგორც ტურისტული ადგილის პოპულარობით, ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატით და შედარებით იაფი ცხოვრებით.

რამდენადაც ქალაქი განაგრძობს ზრდას და მეტი ინვესტორების მოზიდვას, მნიშვნელოვანია, რომ როგორც კერძო სექტორმა, ასევე მთავრობამ ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე უფრო მეტი აქცენტი გააკეთოს. ეს ინვესტორების ფართო სპექტრისთვის სატრანსპორტო კავშირების განვითარებას და კეთილმოწყობას მოიცავს. გარდა ამისა, ბათუმმა, როგორც დისტანციური მუშაობის დანიშნულების ადგილმა, შეიძლება კიდევ უფრო მეტი ინტერესი მიიპყროს უცხოელი მყიდველების მხრიდან. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი აყვავებას და მსოფლიოს ყველა კუთხიდან ინვესტორების მოზიდვას გააგრძელებს.

რას ურჩევდით მათ, ვისაც ბათუმის უძრავ ქონებაში ინვესტირება სურს?

უძრავ ქონებაში ინვესტიცია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ამიტომ აუცილებელია, იმუშაოთ რეპუტაციის მქონე დეველოპერთან, რომელსაც აქვს წარმატებული გამოცდილება და სწორი ხედვა. ჩვენს კომპანიაში უპირატესობას ვანიჭებთ პოტენციურ პარტნიორებს/კლიენტებს, რომლებსაც ბინის შეძენა საინვესტიციო მიზნებისთვის სურთ. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი ვართ ინვესტორებისთვის, რომლებიც იჯარის შემოსავლის გამომუშავებას ცდილობენ.

ამასთან, თქვენი საინვესტიციო მიზნების განხილვისას მნიშვნელოვანია მათი ადგილობრივ ბაზართან შესაბამისობა. ამ მხრივ ბათუმში სასურველია ინვესტიციის თავად ქალაქის ფარგლებში განხორციელება. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის არის ის, რომ ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის ყველაზე პოპულარულ უბანში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მაღალია. ეს გააადვილებს მოიჯარეების პოვნას და შემოსავლის მიღებას.

გარდა ამისა, ქალაქის ტერიტორია უფრო განვითარებულია, უკეთესი წვდომით ისეთ ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა მაღაზიები, რესტორნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს მას უფრო მიმზიდველს ხდის დამქირავებლისთვის, რასაც საბოლოო ჯამში შეუძლია თქვენი ინვესტიციის ღირებულების დროთა განმავლობაში გაზრდა. ამასთან, უძრავ ქონებას ქალაქ ბათუმში თანდათან ღირებულების ზრდის უფრო დიდი პოტენციალი აქვს მაღალი მოთხოვნისა და უძრავი ქონების შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო.

ჩვენ ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევთ გადაყიდვის ღირებულებას, რადგან ქალაქ ბათუმში არსებული საკუთრება შეიძლება უფრო ძვირი იყოს, ვიდრე მის გარეუბანში. იმიტომ რომ ქალაქი უფრო სასურველი და მოთხოვნადია. ამასთან, გარეუბანში შედარებით მწირია კეთილმოწყობა და ღირსშესანიშნაობებიც დამქირავებლების მოსაზიდად. ბათუმის ურბანულ რაიონში ინვესტიციები, როგორც წესი, იწვევს ვაკანსიების დაბალ მაჩვენებელს, რადგან ამ ტერიტორიაზე არსებული საკუთრება უფრო მოთხოვნადია და შეიძლება უფრო მიმზიდველი იყოს მოიჯარეებისთვის. ხოლო გარეუბნებში მდებარე უძრავი ქონებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას შესაძლოა 5-7 წელი დასჭირდეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ბათუმის განვითარების სტრატეგია ამ ქალაქის მთელი წლის საკურორტო ზონად გადაქცევას ისახავს მიზნად. ამისათვის კი გათვალისწინებულია ქალაქში შეიქმნას ინფრასტრუქტურა და მომსახურება, რომელიც მოიზიდავს ე.წ. ტურისტებს თუნდაც არასეზონურ (ზამთრის) პერიოდშიც; ამ ყველაფრის ქალაქგარეთ გატანა წარმოუდგენელია.

კომპანიაში ჩვენ ვცდილობთ, მივაწოდოთ განსაკუთრებული მომსახურება საშუალო ბიუჯეტის მქონე ვიზიტორებსა და ტურისტებს, რის გამოც ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია, რომელსაც აქვს სასტუმროს მართვის საერთაშორისო კომპანია ჩვენი კომპლექსებისთვის.

კიდევ რას უნდა ველოდოთ თქვენი კომპანიისგან ბათუმის ბაზარზე და ზოგადად საქართველოში? რა გეგმები გაქვთ?

ჩვენი მისიაა, მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი და მმართველი კომპანია ჩვენს რეგიონში, რაც ინვესტორებს წარმატებული ინვესტიციების განხორციელების საშუალებას მისცემს. ეს იქნება ჩვენი ადგილობრივი საინვესტიციო გარემოს მდგრადი განვითარების საფუძველი.

2023 წლის ბოლოსთვის 500 ახალი სასტუმროს ტიპის აპარტამენტის ექსპლუატაციას ვგეგმავთ ჩვენს „ელთ კვარტალში“, რის შედეგადაც კიდევ უფრო გავაფართოებთ ჩვენს წარმატებულ მოდელს ბათუმში. ჩვენ ასევე მოხარული ვართ, წელს თბილისის ბაზარზე შესვლაც გამოვაცხადოთ. შემოგთავაზებთ საცხოვრებელი გარემოს ახალ განზომილებას იმავე „კვარტალის“ კონცეფციის ფარგლებში საერთო სერვისებითა და ინფრასტრუქტურით.

2024 წელს კი წარმოგიდგენთ პირველ La Quinta by Wyndham სასტუმროს რეგიონში და 500 საერთაშორისოდ მართული სასტუმროს სტილის აპარტამენტს/ბინას ჩვენს „ელთ კვარტალში“. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი განვითარებისა და ამ სფეროში ინვესტიციებისთვის.

ჩვენ ასევე სიამაყით ვაცხადებთ სამომავლო პროექტ „ხიდის“ შესახებ, რომელიც არის გასართობი კონცეფციის ხიდი. იგი ჩვენს ტერიტორიას სანაპიროსთან/პირსთან აკავშირებს და უნიკალურ ტურისტულ ადგილს ქმნის ბათუმისთვის. გარდა ამისა, Elt Yacht Club-ი კიდევ ერთი საინტერესო პროექტია, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ საქართველოში Azimut/Benetti-ის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, რაც ბათუმის მასშტაბურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვის, ჩვენი წარმატებული მოდელის გაფართოებისა და ინოვაციურ პროექტებში ინვესტიციების შედეგად, მზად ვართ მდგრადი ზრდისა და განვითარებისთვის. ამასთან, ჩვენი გუნდი მზად არის, მოგაწოდოთ უახლესი და ზუსტი ინფორმაცია, რათა დაგეხმაროთ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

S