IMF-ის პროგნოზით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება

IMF-ის პროგნოზით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვა განაახლა. ორგანიზაციის შეფასებით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება, რაც ფონდის წინა პროგნოზის ანალოგიურია.

2024 წლისთვის კი სავალუტო ფონდი საქართველოში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამ მხრივაც ფონდის პროგნოზი უცვლელია.

სავალუტო ფონდის მიერ პროგნოზირებული 4% უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოს მთავრობის მიერ პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც 2023 წლისთვის 5%; 2024-ში კი 5.2%-ს შეადგენს.

IMF-ის პროგნოზი საქართველოს ინფლაციის მაჩვენებელსაც მოიცავს. ორგანიზაცია წელს საშუალოდ 5.9%-იან, 2024-ში კი 3.2%-იან ინფლაციას პროგნოზირებს.

რეგიონის ქვეყნებისთვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

რუსეთი – 0.7%-იანი ზრდა;
უკრაინა – -3%-იანი ვარდნა;
აზერბაიჯანი – 3%-იანი ზრდა;
სომხეთი – 5.5%-იანი ზრდა;
თურქეთი – 2.7%-იანი ზრდა;
საქართველო – 4%-იანი ზრდა.