რეფინანსირების განაკვეთი 8 პროცენტამდე გაიზარდა

რეფინანსირების განაკვეთი 8 პროცენტამდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი) 0.5% პუნქტით გაზარდა და ახალმა საპროცენტო განაკვეთმა 8.0% შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ მოსახლოების იმ ნაწილს, რომელსაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი აქვს, სესხის მომსახურების საფასური 0.5%-ით გაუძვირდა.

რეფინანსირების განაკვეთი 8% ბოლოს 2011 წლის ივნისში იყო. საპროცენტო განაკვეთის ზრდის მთავარი მიზეზი მაღალი ინფლაციაა (საქონლისა და მომსახურების გაძვირება). ნოემბრის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელმა 6.3%-ს მიაღწია, როდესაც ეროვნული ბანკის მიზნობრივი მაჩვენებელი 5%-ია. ინფლაციის ზრდა კი გამოიწვია ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებით განპირობებული წარმოების შუალედური ხარჯების გაძვირებამ და ცალკეულ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდამ. ინფლაციის მაჩვენებელზე ასევე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ელექტროენერგიის გადასახადის ერთჯერად მატებას.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 3 თებერვალი გაიმართება, სადაც კვლავ განიხილავენ რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების საკითხს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *