გუშინ Meta-მ Twitter-ის კონკურენტი ახალი პლატფორმა, Threads-ი ოფიციალურად ჩაუშვა. ახალ სოციალურ მედიაპლატფორმაზე რამდენიმე საათში 10 მილიონამდე მომხმარებელი დარეგისტრირდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მისი პოპულარობა მოსალოდნელზე დიდია. მიუხედავად იმისა, რომ Threads-ი Twitter-ის ანალოგ პლატფორმად მიიჩნევა, აპლიკაციას ამ უკანასკნელისაგან არაერთი დეტალი განასხვავებს.
პლატფორმებს შორის უმთავრესი განსხვავება დროითი განზომილებაა. Meta-ს აპლიკაცია Facebook-ისა და Instagram-ის მსგავსად მხოლოდ ალგორითმულ ვადებს აჩვენებს. Twitter-ისაგან განსხვავებით, რომელსაც რევერსული ქრონოლოგიური დრო აქვს და უახლეს პოსტებს აჩვენებს, Threads-ზე ეს კატეგორია ალგორითმის მიხედვით რეგულირდება.
საინტერესოა ისიც, რომ Threads-ი ჯერჯერობით მხოლოდ მობილური აპლიკაციის სახითაა წარმოდგენილი. Twitter-ით სარგებლობა კი ბრაუზერითაც შეგიძლიათ. Twitter-ის მთავარი აღმოჩენა და ნოუჰაუ „ჰეშთეგი“ (#) Threads-ზე ხელმისაწვდომი არ არის. შესაბამისად, Threads-ზე კონტენტს „ჰეშთეგის“ დახმარებით ვერ მოძებნით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Meta-ს ახალ პლატფორმაზე ტრენდული კონტენტის განყოფილება არ არსებობს და Threads-ი მხოლოდ იმას გთავაზობთ, რასაც ალგორითმის მიხედვით შეგირჩევთ.
Meta-ს დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, პლატფორმა მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით შეიცვლება და გაუმჯობესდება.