როგორ აქცია რიდ ჰასტინგსმა Nexflix-ი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიად?

როგორ აქცია რიდ ჰასტინგსმა Nexflix-ი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიად?

სტრიმინგ-სერვისმა, Netflix-მა შოუ-ბიზნესის ინდუსტრია პანდემიამდე დიდი ხნით ადრე ამოატრიალა. დღეს, Netflix-ის გამომწერების რაოდენობა სხვა ვერც ერთ კონკურენტ კომპანიას შეედრება. ასეთ წარმატებას კომპანიამ თავისი დამაარსებლის, რიდ ჰასტინგსის შეუპოვრობით, სიმამაცითა და შრომით მიაღწია.

დღეს, ეს ადამიანი თავისი ვაჟის საბავშვო ოთახში მდებარე კომპიუტერიდან მუშაობს. Netflix-ის 59 წლის დამფუძნებლისთვის, რომელმაც გართობის ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა, ეს გარემო სამუშაოდ იდეალურია.

ცნობისთვის, ამჟამად, Netflix-ის სერვისს 200 მილიონი გამომწერი ჰყავს. 2020 წლის პირველ რამდენიმე თვეში Netflix-ს იმდენი გამომწერი დაემატა, რამდენიც მას 2019 წლის მთლიანობაში. გარდა ამისა, კომპანიის გაყიდვები 25%-ით გაიზარდა, აქციები 50%-ით, ხოლო შემოსავალი გასულ წელთან შედარებით ორჯერ დიდია. Netflix-ის ყველა აქციის ფასი ერთად $213,3 მილიარდს უდრის.

Netflix-ის წინააღმდეგ ასპარეზობს არა ერთი გიგანტი კომპანია; Disney-მ სულ ცოტა ხნის წინ გამოსცა საკუთარი სტრიმინგ სერვისი, Disney+, WarnerMedia-მ HBO Max-ი, ხოლო NBCUniversal-ი თავის Peacock-ზე მუშაობს. ჰასტინგსი ამბობს, რომ Netflix-ის კონკურენტები სულ არსებობდნენ, არც ბრძოლა იყო მარტივი. “Amazon-მა თავისი სტრიმინგ სერვისი სწორედ მაშინ დააარსა, როდესაც ჩვენ. Amazon-ი უკვე მე-13-ე წელია, რაც ჩვენი კონკურენტია”, – აღნიშნა ჰასტინგსმა.

Netflix-ის გზა წარმატებისკენ

კოვიდ-19-ის კრიზისის პერიოდში შეიძლება ჩანდეს, რომ ასეთ ქაოსს ჰასტინგსი საკმაოდ მშვიდად უმკვლავდება. ეს იმიტომ, რომ Netflix-ი სწორედ ასეთ კრიზისულ ვითარებაში განვითარდა, რამაც კომპანია ქაოსს უკვე მიაჩვია. ჯერ კიდევ 2001-ში ახალდაარსებული Netflix-ი ინტერნეტ ბიზნესების ჩავარდნისგან გამოწვეულ ფინანსურ კრიზისში გაეხვა. ამავე წლის 11 სექტემბერს კი ტერაქტი გადაიტანა. 2001 წლის ბოლოს, ჰასტინგსი იძულებული გახდა, რომ Netflix-ის თანამშრომლების რაოდენობა მესამედით შეემცირებინა.

ამ რთული ამოცანის ამოსახსნელად, ჰასტინგსმა გვერდში Netflix-ის ადამიანური რესურსების დირექტორი, ფეთი მაქქორდი ამოიყენა. ფეთის დახმარებით, ჰასტინგსმა გამოარჩია თანამშრომლები, რომლებსაც “ფასეული კადრები” უწოდეს. არცთუ ისე ძლიერი თანამშრომლების წასვლის შემდეგ Netflix-ის ოფისი ივსებოდა ახალი იდეებით, პოტენციალით, ენთუზიაზმითა და ენერგიით. ამ გადაწყვეტილებას ჰასტინგსი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგანაც სწორედ ამ პროცესმა შეცვალა Netflix-ის მომავალი თავიდან ბოლომდე და იგი სწორ გზაზე დააყენა. 

Netflix-ის დიდი გზის შესახებ რიდმა წიგნი დაწერა. “No Rules Rule. Netflix and the Culture of Reinvention”-ში ჰასტინგსი თავისი კომპანიის შემადგენლობას სპორტსმენების ჯგუფს ადარებს, სადაც ყველა ერთმანეთს უწყობს ხელს და ერთი დიდი მიზნისთვის იბრძვის. 

როგორ შეძლო Netflix-მა სწორ გზაზე დარჩენა? ნიჭიერი თანამშრომლების დასატოვებლად კომპანია მათ მაღალ ხელფასს უხდიდა. მაღალი ანაზღაურებები 2003 წელს დაიწყო, როდესაც Netflix-ი უკვე პირდაპირ კონკურენციაში შევიდა Google-თან, Apple-თან და Facebook-თან. გარდა ამისა, დიდი ხელფასები შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებსაც დაუწესდათ. სწორედ მაშინ გამოვიდა Netflix-ი მოსაწყენი კინო პროექტების ამალიდან და რეჟისორთათვის სამოთხედ იქცა. Netflix-ის პირველი ორი წარმატებული პროექტი “House of Cards” და “Orange is the New Black” იყო. იზრდებოდა Netflix-ის აუდიტორიაც.

“თავდაპირველად, ნებისმიერ ახალ რეჟისორს მაღალ ანაზღაურებას ვთავაზობდით, მათ ვინც თავს ჰოლივუდის ჩვეულ კინოსტუდიებში მოუხერხებლად გრძნობდა და საკუთარ ნიჭს ვერ ამხელდა,” – ამბობს მაქქორდი. ჰასტინგსი თავის ახალ თანამშრომლებს კონკრეტულ მიმართულებას არასდროს აძლევდა და მათ ხედვას, ფანტაზიასა და ნიჭს გამოფრქვევისთვის ადგილს უთმობდა. სწორედ ამ სტრატეგიამ მიიზიდა უფრო მეტი რეჟისორი და სწორედ ამ სტრატეგიამ შესძინა მრავალფეროვნება Netflix-ის კინოპროექტების სიას. დაარსებიდან მოყოლებული, Netflix-ი მუდამ ავითარებდა და ხვეწდა თავის ხარისხს, რაც ძლიერი გუნდებისთვის და დიდი წარმატებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა.

როდესაც Netflix-ი 1997 წელს დაარსდა, კომპანია ცნობილი გახდა თავისი DVD დისკების გაყიდვებით, რომლებსაც წითელ პატარა კონვერტებში აგზავნიდნენ. სწორედ ამ პატარა ფაქტორმა გახადა ახალბედა Netflix-ი Amazon-ის კონკურენტი.

1999 წელს, Netflix-მა ახალი შეთავაზება გააკეთა: მომხმარებელს ეძლეოდა საშუალება, რომ ექირავებინა 3 ფილმი ერთდროულად. როდესაც ამ შემოთავაზებას ერთი უფასო თვე დაემატა, ის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა მომხმარებლისთვის.

2001 წელს, Netflix-ი კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო ბიზნესში და 2002 წელს, მისმა IPO-მ $82.5 მილიონს მიაღწია. ბიზნესის განვითარებასთან ერთად, მომხმარებელს უკვე შეეძლო Netflix-ის კატალოგიდან სასურველი DVD დისკის შერჩევა.

2007 წელს ინტერნეტის გამოჩენასთან ერთად, ჰასტინგსმა ვიდეო რგოლების გამოსახულებაზე მუშაობა დაიწყო. სწორედ ამ შემოტანილმა ცვლილებამ შეცვალა Netflix-ი სამუდამოდ. ამით, მომხმარებელს კინოფილმების არჩევანი მომენტალურად ეძლეოდა. თუმცა, მომხმარებელს უფრო მრავალფეროვანი არჩევანი ესაჭიროებოდა, რამაც ჰასტინგსს უბიძგა, მეტი იდეა და მრავალფეროვნება შემოეტანა.

პანდემიამ Netflix-ი თავის კონკურენტებზე წინ დააყენა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ბევრმა კომპანიამ შეწყვიტა გადაღებები. თუმცა, რამდენიმე თვის წინ Netflix-მა კინოფილმების გადაღება აღადგინა სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, სადაც გადაღებები უსაფრთხოდ ჩატარდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.