პანდემიისას ტექნოლოგიური სფეროს ლიდერებს კრიზისის ეფექტიანად მართვისთვის რეკორდულ დროში მოუწიათ ლიდერული უნარჩვევების განვითარება. ამ მიზნის მიღწევის გზა კი ბევრი მათგანისთვის ახალ ან უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობ წიგნებზე, პოდკასტებსა თუ სხვა სახის რესურსებზე გადიოდა.
ფორბსის ტექნოლოგიური საბჭოს 13 წარმომადგენელი, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ლიდერული უნარების განსავითარებლად დამხმარე წყაროებს გირჩევთ:
მარტი კაგანის ბლოგი და წიგნი
მარტი კაგანის ბლოგი – „Insight“ და წიგნი – „Empowered: Ordinary People, Extraordinary Products“, ჯეიმს ბეიტმენის რჩევით ერთ-ერთი კარგი საშუალებაა ორგანიზაციების ტრანსფორმაციისთვის. კაგანის ბლოგი და წიგნი თითოეულ ადამიანს მნიშვნელოვანი და ქმედითი პრობლემის გადაჭრისას თავდაჯერებულობას მატებს და წინსვლისკენ უბიძგებს, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც გარესამყაროსთან კონტაქტის დაკარგვა ყველაზე მარტივია.
EdX.org
EdX.org, რომელიც ისეთი უნივერსიტეტებიდან მიღებულ წყაროებს მოიცავს, როგორიცაა ჰარვარდის უნივერსიტეტი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტია, ამანდა დორენბერგის რჩევით, ლიდერობის უნარების განსავითარებლად შესანიშნავი რესურსია. EdX-ი ლიდერობის, ტექნოლოგიების და სხვა ბევრი სფეროს თვითადმინისტრირებად კურსებს აერთიანებს.
ბრძოლის სიმღერა
კიმ ბირდენის წიგნი „Fight Song: Six Steps to Passion, Power, Peace and Purpose“ ავტორის ცხოვრების რთულ პერიოდებზე მოგვითხროს და გვიზიარებს ისტორიებს, როდესაც, მრავალი ქაოსისა თუ გულისტკივილის მიუხედავად, ავტორს შეუპოვრობისა და მოთმინების გამოვლენა უწევდა. ჯუნიორ ბერნადინის რეკომენდაციით, წიგნის გადაკითხვა პანდემიის პერიოდში გვახსენებს, რომ ცხოვრება ლიდერებისთვისაც შეიძლება რთული იყოს, თუმცა, მიზანი ყოველთვის ნებისმიერ დაბრკოლებაზე მნიშვნელოვანია.
How I Built This
პოდკასტი – How I Built This ახალწამოწყებული ბიზნესების დამფუძნებლებსა და მათ ისტორიებზე გვიყვება. აიდან მაკარტის აზრით, პოდკასტი გვახსენებს, რომ სირთულეების მიუხედავად, წარმატების მთავარი ინდიკატორი არის უნარი და სურვილი მიზნისკენ შეუპოვრად სწრაფვის. მაკარტის თქმით, თუ გამოწვევების მიუხედავად, თავდაუზოგავი მუშაობით იმაზე მეტის მიღწევას შევძლებთ, ვიდრე ეს ჩვენმა კონკურენტებმა მოახერხეს, დღის ბოლოს მწვერვალზე ყოფნის საშუალებაც მოგვეცემა.
How To Lead
დეივის რუბენშტეინის – How I Lead ინტერვიუების სერიაა, თანამედროვეობის გამოცდილ ლიდერებთან. კარლ ზიბრეხტის მიერ შერჩეულ პოდკასტში საუბარია წარმატებული ლიდერობისთვის აუცილებელ ატრიბუტებზე, როგორებიცაა უტყუარობა, თავმდაბლობა, ხედვა, ზუსტი და მკაფიო მიზანი.
LinkedIn კარგი საშუალებაა, თუ გვსურს, რომ დროს არ ჩამოვრჩეთ. ფორბსის ტექნოლოგიური საბჭოს ერთ-ერთ წევრი ბავნა იუნეიასთვის LinkedIn-ი შესანიშნავი წყარო აღმოჩნდა ქალი ლიდერებისა და მათი საქმიანობის გასაცნობად.
Masters of Scale
ჩეთ კაპურის რჩევით, რეიდ ჰოფმანის პოდკასტი – Master of Scale მრავლად წარმოგვიდგენს თემებსა და მახასიათებლებს განსხვავებული ინდუსტრიებში მომუშავე და განსხვავებული წარსულის მქონე ლიდერებზე. მაგალითისთვის, პოდკასტის უკანასკნელი ინტერვიუ Beyond Meat-ის აღმასრულებელ დირექტორთან შედგა, რომელიც მომხმარებელთა მოსმენის კულტურის სპეციალისტია.
Post Corona
დეივიდ მოისი სკოტ გალოვეის წიგნს – Post Corona: From Crisis to Opportunity გვირჩევს. მოისის თქმით, მაშინ, როდესაც პანდემია გვაიძულებს 10 წლის ცვლილებები 3 თვეში განვახორციელოთ, გალოვეის წიგნი კარგი გზაა არსებული სიტუაციის მართვის სასწავლად. მისი რჩევით, თუ ტექნოლოგიების სფეროში მუშაობ და განვითარება გსურს, ეს წიგნი აუცილებლად წასაკითხ წიგნთა სიაშია, რადგან „It is a Big Tech world, and we are living in it.”
Radical Candor
კიმ სკოტის Radical Candor: Be a Kick-Ass Boss Without Losing Your Humanity სამსახურში ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის მნიშვნელობაზეა. პიტ ჰენლონის თქმით, წიგნი გვასწავლის, თუ როგორ მივაღწიოთ წარმატებას და ამასთან, ვიყოთ გულწრფელები და გულახდილები. ჰენლონის აზრით, ეს ყველა ლიდერისთვის ფუნდამენტალური თვისებაა.
Scrum
Scrum: The Art od Doing Twice the Work in Half the Time – ჯეფ და ჯეიჯეი საზერლენდების წიგნია, რომელიც შესანიშნავ და რეალურ რჩევებს შეიცავს, თუ როგორ უნდა ვიფიქროთ ცვლილებებზე. ლორენ კნუდსენის თქმით, რადგან ორგანიზაციების უმეტესობაში ცვლილება მუდმივია, სწორი პრიორიტეტების განსაზღვრისთვის უმნიშვნელოვანესი ბიზნესის ჭეშმარიტი მიზნების გაგება, რაც გვიბიძგებს, რომ სამსახურთან ერთად ადამიანებზეც ვიფიქროთ.
Turn the Ship Around
წიგნი – Turn the Ship Around! A True Story of Turning followers into Leaders ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სამხედრო-საზღვაო კაპიტნის ნამდვილ ისტორიას გვიყვება, რომელსაც ფლოტში ყველაზე გაუმართავი და დაბალი შეკავების მქონე ბირთვული წყალქვეშა ნავის მართვა დაევალა. „BK“-ის რჩეული ისტორია მოგვითხრობს, ლიდერული თვისებების დახმარებით, როგორ მოახერხა კაპიტანმა სრულიად შემოეტრიალებინა სიტუაცია და ყველაზე ცუდი ნავი საუკეთესოდ ექცია.
Peer Networks
რობ კოენისთვის ყველაზე ღირებული Peer Networks აღმოჩნდა, განსაკუთრებით კი YPO, რომელიც მისივე თქმით, კარგი საშუალებაა სხვადასხვა საკითხის შესადარებლად, სამსჯელოდ და იმ ლიდერებისგან რჩევის მისაღებად, რომელთაც იგივე გამოწვევებთან შეჭიდება უკვე მოუწიათ. ზოგადად კი, თითოეული სანდო ქსელი კოლაბორაციისა და მხარდაჭერისთვის უსაზღვრო შესაძლებლობების წყაროა.
მოხალისეობრიობა
ბოლო თვეებმა ერთი მხრივ გამოსცადა ლიდერები, ამასთან ერთად კი დაეხმარა მათ უპრეცედენტო მიმართულებებით განვითარებულიყვნენ. კარლოს პინატარო აღნიშნავს, რომ ლიდერობა ასეთი მნიშვნელოვანი, როგორც ეს პანდემიის პერიოდში იყო, არასდროს ყოფილა მათი გუნდისთვის. სიძლიერისა და წინამძღოლობისთვის მთავარი წყარო კი აქტივობა, კერძოდ კი მოხალისეობრიობაა.