როგორ უნდა შეარჩიოთ ბუღალტერი თქვენი ბიზნესისთვის

როგორ უნდა შეარჩიოთ ბუღალტერი თქვენი ბიზნესისთვის

ბუღალტრის სწორად შერჩევა ბიზნესის წარმატების ერთერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, რადგან არასწორად წარმოებული ბუღალტერია ხშირად იწვევს საგადასახადო ჯარიმებსა და სხვა ფინანსურ სანქციებს, რასაც ხშირად ბიზნესი რთულ ფინანსურ მდგომარეობამდე მიჰყავს.

ბუღალტრის შერჩევისას, პირველი გადაწყვეტილება რაც კომპანიამ უნდა მიიღოს არის არჩევანი შიდა ბუღალტრის დაქირავებასა და მომსახურების ბუღალტრულ კომპანიაზე აუთსორსინგს შორის. ამ არჩევანის დროს, ჩვენი გამოცდილებით, ყველაზე მნიშნელოვანი ფაქტორი არის კომპანიის ზომა. დიდი ზომის კომპანიებისთვის, რომლებსაც ყავთ 50-ზე მეტი თანამშრომელი და აქვთ 20 მილიონზე მეტი წლიური შემოსავალი, ხშირ შემთხვევაში უმჯობესია შიდა დეპარტამენტის დაკომპლექტება, რადგან მათ აქვთ რესურსი რომ დააკომპლექტონ ბუღალტერიის განყოფილება, დაიქირავონ საგადასახადო ექსპერტი და შეიძინონ ან ელექტრონული წვდომა მიიღონ ბუღალტრულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე. მეორემხრივ საშუალო და მცირე ზომის ბიზნესის შემთხვევაში, აუთსორსინგს რამდენიმე ცალსახა უპირატესობა გააჩნია. ეს უპირატესობებია:

  • ნაკლები ხარჯი – ჩვენი გამოცდილებით აუთსორსის მომსახურების ფასი შიდა ბუღალტრის აყვანაზე საშუალოდ 35-45%-ით ნაკლებია
  • ნაკლები რისკი – ბუღალტრული კომპანია თავად აგებს პასუხს მისი შეცდომით გამოწვეულ ჯარიმა-საურავებზე
  • სხვადასხვა პროფილის ექსპერტებზე წვდომა – კომპანია ერთი პაკეტური ფასით იღებს წვდომას ბუღალტერზე, საგადასახადო ექსპერტზე და ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტზე.
  • ხარისხის კონტროლი – აუთსორსინგის შემთხვევაში ბუღალტერიისა და საგადასახადო დეკლარაციების სიზუსტე, როგორც წესი, გადის რამდენიმე დონიან კონტროლს, მათ შორის შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმებების გზით.

თუ თქვენი ბიზნესი ასაქმებს 50-ზე ნაკლებ თანამშრომელს და აქვს 20 მილიონზე ნაკლები წლიური ბრუნვა, მაშინ დიდი ალბათობით, უფრო ეფექტური და ნაკლებად ხარჯიანი იქნება ბუღალტრული მომსახურების აუთსორსი.

კომპანია „ენთები“ შვიდ წელზე მეტია კლიენტ კომპანიებს მაღალი ხარისხის ბუღალტრულ, საგადასახადო და სხვა ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს. „ენთები“ ყოველთვიურად ემსახურება 350-ზე მეტ კომპანიას და მისი ამოცანაა, რომ გამართული და ხარისხიანი მომსახურება ხელმისაწვდომი გავხადოთ საქართველოში მოღვაწე თითოეული ბიზნესისთვის.

ენთების საკონტაქტო ინფორმაცია:

ფეისბუქი: https://www.facebook.com/AccountAnts.ge
ტელეფონი: +995 32 212 22 12
საიტი: www.ants.ge

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.