რომელი ელექტრომობილები გადიან ყველაზე დიდ მანძილს სრული დამუხტვით?

რომელი ელექტრომობილები გადიან ყველაზე დიდ მანძილს სრული დამუხტვით?

ელექტრომობილების ეფექტიანობის გასაზომად რამდენიმე კრიტერიუმს იყენებენ, რომელთაგან, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის მანძილია, რომელსაც ესა თუ ის ელექტრომობილი ერთი სრული დამუხტვით გადის. ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად კი აღნიშნული მანძილის საშუალო მაჩვენებელი თანდათანობით იზრდება.

2021 წელს ელექტრომობილის მიერ სრულად დამუხტვის შემდეგ დაფარული საშუალო მანძილი 349 კილომეტრს შეადგენდა, რაც საწვავზე მომუშავე ავტომობილის მიერ სავსე ავზით გავლილი საშუალო მანძილის (665კმ) დაახლოებით ნახევარს შეადგენს. თუმცა დროდადრო აღნიშნული განსხვავება ელექტრომობილებსა და შიდაწვისძრავიან ავტომობილებს შორის საგრძნობლად მცირდება.

წარმოგიდგენთ იმ ელექტრომობილების ათეულს, რომლებიც, 2023 წლის მონაცემებით, ერთი სრული დამუხტვით ყველაზე დიდ მანძილს ფარავენ. შედარებისათვის, ცხრილში მივუთითებთ აღნიშნული ელექტრომობილების ღირებულებასაც.

ავტომობილის მოდელი

მიახლოებითი მანძილი (EPA)

ღირებულება*

Lucid Air830 კილომეტრი$138,000
Tesla Model S652 კილომეტრი$84,990
Hyundai Ioniq 6581 კილომეტრი$45,500
Tesla Model 3576 კილომეტრი$55,990
Mercedes-Benz EQS563 კილომეტრი$104,400
Tesla Model X560 კილომეტრი$94,990
Tesla Model Y531 კილომეტრი$52,990
GMC Hummer EV Pickup529 კილომეტრი$110,295
Rivian R1T528 კილომეტრი$74,800
BMW iX521 კილომეტრი$87,100

*ფასები აღებულია 2023 წლის აპრილის მდგომარეობით. ინფორმაცია მოპოვებულია ავტომწარმოებლების ოფიციალური ვებგვერდებიდან. გაითვალისწინეთ, რომ ფასები შეიძლება განსხვავდებოდეს ავტომობილის მოდელის კომპლექტაციების შესაბამისად.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ელექტრომობილის მიერ დაფარული მანძილი შეიძლება განსხვავდებოდეს ამინდის, რელიეფის, მართვის სტილის, ავტომობილის დატვირთულობის, საბურავების მდგომარეობისა და სხვა მიზეზთა გამო. სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია ეფუძნება ავტომწარმოებელთა ოფიციალურ მონაცემებს.