სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში საქართველომ ნავთობის შეძენაზე $105.7 მილიონი დოლარი დახარჯა, რაც წლიურ ჭრილში 4.3%-ით არის გაზრდილი. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტში არცერთ ქვეყანას ბაზრის 30%-ზე მეტი წილი არ უჭირავს.
ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც შესყიდული ნავთობის მოცულობა 45,965 ტონას შეადგენს და მისი ღირებულება $26.7 მილიონი დოლარია. საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანს კი რეიტინგში მეხუთე ადგილი უჭირავს, რადგანაც 2020 წლის პირველ ორ თვეში აზერბაიჯანული ნავთობის იმპორტი მთელი 45%-ით შემცირდა და მან $6.6 მილიონი დოლარი შეადგინა.
ქვეყნები, საიდანაც საქართველო ნავთობს ყიდულობს (სიაში შედიან ქვეყნები, საიდანაც იმპორტი $1 მილიონს აღემატება):
1 რუსეთი – 26,7 მილიონი აშშ დოლარი;
2 რუმინეთი – 22,6 მილიონი აშშ დოლარი;
3 თურქმენეთი – 19,3 მილიონი აშშ დოლარი;
4 ბულგარეთი – 9,8 მილიონი აშშ დოლარი;
5 აზერბაიჯანი – 6,6 მილიონი აშშ დოლარი;
6 თურქეთი – 6,5 მილიონი აშშ დოლარი;
7 საბერძნეთი – 5,2 მილიონი აშშ დოლარი;
8 ყაზახეთი – 4,3 მილიონი აშშ დოლარი;
9 გერმანია – 1 მილიონი აშშ დოლარი.
რეტინგში შედიან ქვეყნები, საიდანაც საქართველომ გადამუშავებული ნავთობპროდუქტები – ანუ ბენზინი, დიზელი, ასევე საავიაციო საწვავი შეიძინა. ნავთობის ადგილწარმოშობის ქვეყნად ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით მიიჩნევიან ქვეყნები, სადაც ამ პროდუქტების წარმოება მოხდა. ამიტომაც, სიაში შედიან ის ქვეყნები, რომლებიც არამარტო ნავთობის მომპოვებლები, არამედ გადამამუშავებლებიც არიან.