საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის ივნისში 2020 წლის ივნისთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 362%-ით (104,554 ტურისტით) გაიზარდა. 2021 წლის ივნისში 133,465 ტურისტი შემოვიდა. ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, ივნისში 294%-ით გაიზარდა და ჯამში 156,189 ვიზიტორი შემოვიდა.
2019 წელთან შედარებით, ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობა ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 2021 წლის ივნისში 82% ნაკლები ვიზიტორი და 72%-ით ნაკლები ტურისტი შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის ივნისში.
ექვსი თვის ჯამში, 2020 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 50%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 66%-ითაა შემცირებული.
ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა – 29,606. მეორე ადგილზეა ისრაელია 15,837 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე უკრაინაა 15,493 ვიზიტორით.
10 ქვეყანა, საიდანაც ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
ქვეყანა | სულ | ზრდა |
თურქეთი | 29,606 | 13,778 |
ისრაელი | 15,837 | 15,791 |
უკრაინა | 15,493 | 14,405 |
რუსეთი | 14,967 | 11,510 |
სომხეთი | 13,342 | 5,433 |
ყაზახეთი | 7,328 | 6,831 |
აზერბაიჯანი | 6,900 | 3,310 |
საუდის არაბეთი | 6,046 | 6,046 |
ბელარუსი | 3,809 | 3,018 |
უზბეკეთი | 2,772 | 1,788 |
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია