კრიშტიანუ რონალდუ Trump Tower-ში აპარტამენტს დაახლოებით $10-მილიონიანი ზარალით ყიდის. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.
ფეხბურთელმა 232 კვ/მ-ის ფართობის აპარტამენტი 2015 წელს $18.5 მილიონად შეიძინა. 2019 წელს კი ის გასაყიდად $9 მილიონად მას შემდეგ გამოიტანა, რაც გულშემატკივრებმა მას მოუწოდეს, ყველანაირი კავშირი გაეწყვიტა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. პანდემიის კრიზისისა და დაბალი მოთხოვნის გამო კი რონალდუს ფასის დამატებით შემცირება მოუწია, შედეგად ის აპარტამენტს $7.75 მილიონად ყიდის.
როგორც გამოცემა Insider-ი წერს, რონალდუს აპარტამენტის დიზაინის ავტორი ცნობილი ხუან პაბლო მონინოა, რომელიც „მაქსიმალიზმის“ სტილითაა ცნობილი. აპარტამენტი სამ საძინებელს მოიცავს, და ის გამოირჩევა 360-გრადუსიანი ხედებით ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკზე.
ცნობისთვის, როგორც UrbanDigs-ის 2021 წლის იანვრის უძრავი ქონების ანალიზიდან ირკვევა, ტრამპის უძრავმა ქონებამ მანჰეტენზე 20%-იანი კლება განიცადა მას შემდეგ, რაც ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს.