2018 წლის მარტიდან რუსეთიდან ემიგრანტების მიერ საქართველოში გადმორიცხულმა თანხებმა კლება დაიწყო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთიდან გზავნილები 11 მლნ დოლარით შემცირდა. კლება გაცილებით მაღალი იყო ბოლო ოთხ თვეში. 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით გზავნილები 8 მლნ დოლარით შემცირდა. მიმდინარე წლის თებერვალში 2018 წლის თებერვალთან შედარებით 2 მლნ დოლარით შემცირდა.
მიუხედავად იმისა, რომ ცალკე აღებული ქვეყნების მიხედვით რუსეთიდან გზვნილები ჯერ ისევ პირველ ადგილზეა (დაახელოებით 30 მლნ დოლარი თვეში), მისი წილი მთლიან გზავნილებში სწრაფად მცირდება. 2012 წელს თუ 56% იყო, 2018 წელს 29%-მდე შემცირდა. 2019 წლის იანვარ-თებერვალში 25%-ია.
გრაფიკი 1. რუსეთიდან ფულადი გზავნილების წილი მთლიან ფულად გზავნილებში