2022 წელი რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 9.3 მილიარდი დოლარის ზარალით დაასრულა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ზარალის მოცულობა ერთი წლის ჭრილში 27-ჯერაა გაზრდილი.
ცნობისთვის, ცენტრალური ბანკი უკვე ზედიზედ ექვსი წელია ზარალზეა, რაც რიგი ფაქტორებითაა განპირობებული. ოფიციალური უწყების განმარტებით, ზარალი Otkritie Bank-ის აქციების გაყიდვითა და ბალანსიდან MiniBank-ის წილის გადატანითაა გამოწვეული.
მეორე ფაქტორად 4.1 მილიარდი დოლარის არარეალიზებული წაგება სახელდება ანუ ცენტრალური ბანკის აქტივების საბაზრო ღირებულების შემცირება. ყველაზე მკვეთრი შემცირება სახაზინო ობლიგაციებთან და ოქროს რეზერვთან მიმართებით ფიქსირდება.
რეკორდული ზარალის გამომწვევ მიზეზად რუსეთის ცენტრალურ ბანკს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი არ დაუსახელებია.