რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 1,300-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანნა მალიარი ავრცელებს. Forbes-ის უკრაინულმა რედაქციამ კი რაკეტების შესაძლო ღირებულება დაითვალა და გამოაქვეყნა მონაცემები: უკრაინის მიმართულებით გაშვებული 235 ერთეული „კალიბრის“ რაკეტის შესახებ. ამ რაკეტებს განეკუთვნება 183 რაკეტა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 მარტამდე გაუშვეს და 52 რაკეტა, რომელიც 26 მარტს გაუშვეს.
„კალიბრის“ რაკეტების რაოდენობის შეფასებისას Forbes-მა ის შემთხვევები გაითვალისწინა, როდესაც ზუსტად იყო ცნობილი რაკეტის ტიპი, რომელიც უკრაინის მიმართულებით იყო გაშვებული. რედაქციაში ამბობენ, რომ სინამდვილეში ასეთი რაკეტების რაოდენობა შესაძლოა მეტი ყოფილიყო.
„ისკანდერის“, „Точка-У“-ს და X კლასის გაშვებული რაკეტების შესახებ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, ამიტომ Forbes-ის უკრაინულ რედაქციაში ვარაუდობენ, რომ მათი კოეფიციენტი იგივე დარჩა, რაც 24 მარტამდე იყო, როდესაც თავდაცვის სამინისტრომ შემდეგი ინფორმაცია გამოაქვეყნა:
- ამ კლასის რაკეტების 62% „ისკანდერზე“ მოდიოდა
- 30% X-კლასის რაკეტებზე
- 8% კი Точку-У
„Military Russia-ს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, Точку-У-ს რაკეტა 300,000 დოლარადაა შეფასებული; „კალიბრის“ ღირებულება ინდოეთთან 2006 წელს დადებული საექსპორტო კონტრაქტიდან გამომდინარე 6.5 მლნ დოლარია; Х-101 კლასის რაკეტები კი უფრო თანამედროვე და სრულყოფილია, ვიდრე „კალიბრი“ და ექსპერტების შეფასებით რამდენჯერმე აღემატება „კალიბრის“ ფასს.
უკრაინის მიმართულებით გაშვებული რაკეტების საერთო ღირებულება კი 7.5 მლრდ დოლარია.“
Forbes-ის უკრაინულ გამოცემაში აღნიშნავენ, რომ შედარებისთვის ეს თანხა რუსეთის ფედერაციის შემადგენელი 85 ფედერაციული ერთეულიდან 82-ის წლიურ ადგილობრივი ბიუჯეტს აჭარბებს – „მათ რიცხვში არ შედის მოსკოვის, მოსკოვის რეგიონისა და სანქტ-პეტერბურგის ერთეულები“, – წერს Forbes-ის უკრაინულ რედაქცია.