რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონება $16 მილიარდზე მეტად შემცირდა. Bloomberg-ის მონაცემებით, ამერიკის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პარალელურად, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში შესული თითქმის ყველა რუსის ქონება შემცირდა. ყველაზე მეტად „ნორნიკელის“ პრეზიდენტმა ვლადიმერ პოტანინმა იზარალა, რომელმაც $2.25 მილიარდი დაკარგა. Lukoil-ის ხელმძღვანელის ვაგიტ ალეკპეროვის ქონება $1.37 მილიარდით შემცირდა.
შემცირდა რუსეთის საფონდო ბირჟის კაპიტალიზაციაც, – შემცირებამ ორშაბათს 820 მილიარდი რუბლი შეადგინა.
ჯამში რუსეთის 27-მა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა 16 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა.
აშშ-მ რუსეთთან მიმართებაში სანქციები 6 აპრილს გააფართოვა. სიაში 26 პირი და 15 კომპანია მოხვდა.