ბოლო დროს სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები ჯავშანჟილეტებსა და ჩაფხუტებს ირანისგან იღებენ. რუს სამხედრო ბლოგერებთან დაკავშირებულ სოც-მედია ანგარიშებზე სულ უფრო ხშირად ჩნდება ცნობები ირანული წარმოების ჯავშანჟილეტების უკრაინაში აღმოჩენასთან დაკავშირებით.
ცნობისათვის, საუბარია ირანული Milad Industrial-ის მიერ წარმოებულ Rouin-3 ჯავშანჟილეტსა და NIJ II ჩაფხუტზე. აღმოსავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირანი რუსეთისათვის სამხედრო შეიარაღების მიყიდვას კიდევ უფრო ზრდის.
საინტერესოა, რომ უკრაინის სადაზვერვო დირექტორატის მიერ ოქტომბრის შუა რიცხვებში გასაჯაროებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა ირანისაგან 1,500 ერთეული ჯავშანჟილეტი და ჩაფხუტი მიიღო. როგორც ჩანს, ირანი რუსეთისათვის პერსონალური დაცვის საშუალებების მიწოდებას კვლავ განაგრძობს.