რუსული სანქციების გავლენა – TBC ეკონომიკური ზრდის 1%-ით შემცირებას პროგნოზირებს

რუსული სანქციების გავლენა – TBC ეკონომიკური ზრდის 1%-ით შემცირებას პროგნოზირებს

რუსული სანქციების გავლენა საქართველოს მშპ–ზე დაახლოებით 1% იქნება, – ასეთია TBC ბანკის პროგნოზი.

კერძოდ, ბანკის პროგნოზით პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის შემდეგ, რუსეთიდან ტურისტული შემოსავლები დაახლოებით 50%–ით შემცირდება.

„მთლიან ტურისტულ შემოსავლებში რუსეთის წილი დაახლოებით 50%–ია. ბოლო 12 თვის განმავლობაში რუსეთიდან ამ გზით დაახლოებით $660 მლნ შემოვიდა“.

მიუხედავად ამისა, TBC-ში მიიჩნევენ, რომ ჯამში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2019 წელს საქართველოში გაიზრდება და ზრდა 5%–ის ფარგლებში იქნება.

ნეგატიური გავლენის შემცირების ერთ–ერთ გზად სახელდება საცალო დაკრედიტების რეგულაციების შერბილება და ფისკალური ეფექტის მხარდამჭერი ღონისძიებები, რაც რუსული სანქციების გავლენას მშპ–ს 1%–მდე შეამცირებს.

შედეგად, ბანკში მიიჩნევენ, რომ 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%–ის ნაცვლად 4%–ით გაიზრდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *