საახალწლო დეველოპერული შეთავაზებები თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს

საახალწლო დეველოპერული შეთავაზებები თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს

თიბისი კონცეპტი, თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურებაა, რომლის მიზანია ინდივიდუალურად, უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას დახვეწილი, მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელიც მათ სურვილებთან, საჭიროებებთან და ცხოვრების წესთან იქნება თანხვედრაში.

წინასაახალწლოდ, თიბისი კონცეპტი თავის მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს იპოთეკურ სესხზე პარტნიორ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებში. კონცეპტის მომხმარებლებს, შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ ბინა თიბისის პარტნიორი კომპანიებისგან, ხოლო თანხის წინასწარი შენატანი მხოლოდ 5%-ს შეადგენს. ბინის შეძენისას კი, დამატებით, 5%-იან ფასდაკლებას მიიღებთ ბინის ერთ კვადრატულ მეტრზე.

შეთავაზება მოქმედებს 9 დეველოპერული კომპანიის პროექტებზე, რომლებიცაა:

კომპანიებიპროექტები
აპარტ დეველოპმენტიOld City Panorama
დემაქს ჯგუფიდემაქს ვაკე
NCD • New City Development„ენსიდის“ კომპლექსი
თი-ისთეითი და მარდიელიორთაჭალა ჰილსი
სოლის რეზიდენსისოლის რეზიდენსი
X2 დეველოპმენტიDighomi Residence
X2 დეველოპმენტიწერეთელი დელუქსი
გრინჰილ რეზიდენსიგრინჰილ რეზიდენსი
ავტოგრაფიპეკინი

კომპანია გრინჰილის შემთხვევაში ბინის შესაძენად საჭიროა მხოლოდ 10%-იანი თანამონაწილეობა.

შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ უკვე ხართ ან გახდებით თიბისი კონცეპტის მომხმარებელი.

შეთავაზებების დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე:

https://tbcmortgage.ge/offers?concept=true

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *