საბროკერო საქმიანობაში ცნობილი დევიდ ჩეისი RIPCO-ს გუნდის წევრი გახდა

საბროკერო საქმიანობაში ცნობილი დევიდ ჩეისი RIPCO-ს გუნდის წევრი გახდა

საბროკერო საქმიანობაში ცნობილი დევიდ ჩეისი RIPCO-ს გუნდის წევრი გახდა. ჩეისი B6 Real Estate Advisors-დან RIPCO-ს ახალჩამოყალიბებული მიმართულების ვიცეპრეზიდენტის პოსტს დაიკავებს. ის საინვესტიციო გაყიდვების მიმართულებით მმართველ დირექტორ მაიკლ ფასანოსთან ერთად იმუშავებს, რათა ერთად ჩამოაყალიბონ ინვესტიციების გაყიდვების ძლიერი ჯგუფი.  

„ჩვენი მიზანია შევქმნათ საუკეთესო კლასის საინვესტიციო გაყიდვების პლატფორმა, ამ კუთხით დევიდის მნიშვნელოვანი გამოცდილება, ინდუსტრიაში დიდხნიანი კავშირები და ანტრეპრენერული სულისკვეთება RIPCO-ს აძლევს შესაძლებლობას სწრაფად გაიზარდოს ამ ბიზნესში“, – განაცხადა ფასანომ.

დევიდ ჩეისთან ერთად B6-დან RIPCO-ში გადადის ასევე დავით ანდღულაძეც, რომელსაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა B6-ში. ანდღულაძე თავისი LinkedIn-ის პროფილის მიხედვით საბროკერო საქმიანობაში 2015 წლიდანაა ჩართული, მანამდე კი ის ქუთაისის მერის მოადგილე იყო, ხოლო 2010 წლამდე თბილისის მერიაში მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდა.

Commercialobserver