სად ატარებენ შვებულებას მსოფლიოს ულტრამდიდრები?

სად ატარებენ შვებულებას მსოფლიოს ულტრამდიდრები?

დღესდღეობით, სენტიმილიონერების ელიტარულ კლუბში, მსოფლიო მასშტაბით, სულ 25,000-ზე მეტი ადამიანი ერთიანდება. Henley & Partners-ის თანახმად, ამ პირთა უმეტესობა – რომლებიც $100 მილიონზე მეტის ღირებულების ინვესტირებად აქტივებს ფლობენ – ყოველწლიურად დასვენებისთვის განკუთვნილ დროს რამდენიმე ლოკაციაზე ანაწილებენ ხოლმე.

დასასვენებლად ულტრამდიდრების საყვარელი მიმართულებების შესასწავლად, Visual Capitalist-მა Henley & Partners-ის მონაცემები გამოიყენა და ის ქალაქები გამოავლინა, რომლებსაც, სეზონურად, 2022 წელს, ყველაზე მეტი სენტიმილიონერი ეწვია. როგორც აღმოჩნდა, ულტრამდიდრებისთვის სეზონური დასვენების სამი საუკეთესო მიმართულება ამერიკის შეერთებულ შტატებშია, ესენია: მაიამი, ჰემპტონსი და ფლორიდის ვესტ-პალმ-ბიჩი.

ეს კი შესაძლოა გასაკვირიც იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ სენტიმილიონერები ძირითადად სწორედ შეერთებულ შტატებში არიან წარმოდგენილნი. მათ უმეტესობას საცხოვრებელი ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოსა და ლოს-ანჯელესში აქვს.

ამერიკის შეერთებული შტატების ათი ქალაქის გარდა კი, რომლებიც სენტიმილიონერების დასასვენებელ წამყვან 17 მიმართულებაში შედის, რეიტინგში მოხვედრა საფრანგეთის რამდენიმე ქალაქმაც შეძლო, მათ შორისაა: პარიზი, ნიცა, კანი, ანტიბი, ასევე პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი.

Henley & Partners-ის „2023 წლის სენტიმილიონერების ანგარიშის“ თანახმად, გლობალურად იმ პირთა რიცხვი, რომლებიც $100 მილიონზე მეტის ღირებულების ინვესტირებად აქტივებს ფლობენ, სავარაუდოდ მომდევნო ათწლეულში 38%-ით გაიზრდება. შესაბამისად, 2023 წლისთვის, მსოფლიოს დაახლოებით 40,000 სენტიმილიონერი ეყოლება.

მოსალოდნელია, რომ ზრდის დიდი ნაწილი ისეთ ქვეყნებზე გადანაწილდება, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და საუდის არაბეთი. სენტიმილიონერების მოსახლეობის ყველაზე დიდი, შესაბამისად 95%-იანი და 88%-იანი ზრდა კი, მომდევნო ათი წლის განმავლობაში, ჩინეთის ორ ქალაქში, ჰანჭოუსა და შენჭენშია პროგნოზირებული.

თუმცა გლობალურ აღმოსავლეთში ზრდის სწრაფი ტემპის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ სენტიმილიონერების დიდი ნაწილი კვლავ ამერიკული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები არიან. წამყვანი ოცი უნივერსიტეტიდან, რომელთაც ყველაზე მეტი სენტიმილიონერი კურსდამთავრებული ჰყავს, ნახევარზე მეტი სწორედ აშშ-ში მდებარეობს, მათ შორის პირველ სამეულს „ჰარვარდი“, „სტენფორდი“ და „პენსილვანიის უნივერსიტეტი“ წარმოადგენენ.

მსოფლიოს ქალაქები, რომელთაც ულტრამდიდრები დასასვენებლად ირჩევენ:

ქალაქიმთელი წლის განმავლობაში, სენტიმილიონერი მოსახლე (2022)დასვენების პერიოდში, სენტიმილიონერი მოსახლე (2022)
მაიამი, ფლორიდა, აშშ160800
ჰემპტონსი, ნიუ-იორკი, აშშ25700
ვესტ-პალმ-ბიჩი, ფლორიდა, აშშ64400
პარიზი, საფრანგეთი126300
სანტა-ბარბარა და მონტესიკო, კალიფორნია, აშშ82200
სან-დიეგო, კალიფორნია, აშშ70200
ნიცა, საფრანგეთი60200
ნაპა, კალიფორნია, აშშ28200
ოქროს სამკუთხედი, ალგარვე, პორგუგალია20200
ასპენი, კოლორადო, აშშ6200