2018 წლის I კვარტლის სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ 7,57 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 1.9 მლნ ლარით აღემატება.
გაზრდილია სადაზღვევო კომპანიების აქტივებიც და იმ 650.74 მლნ ლარს შეადგენს, ნაცვლად გასული წლის 586.03 მლნ ლარისა. I კვარტლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 164,39 მილიონი ლარი, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 143.80 მლნ ლარი იყო. რაც შეეხება კომპანიების კაპიტალს ის 178.79 მლნ ლარია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 145.03 მლნ ლარი იყო.
მოზიდული სადაზღვევო პრემიით ჯიპიაი ლიდერობს, მას მოსდევს იმედი L და ალდაგი.