საერთაშორისო სადაზღვევო საბროკერო კომპანია „მაი ჯორჯია“ 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. „მაი ჯორჯია“ საქართველოში 2007 წლიდან ოპერირებს და ის ევროპის ერთ-ერთ წამყვან სადაზღვევო საბროკერო ჯგუფს – MAI Central and Easter Europe-ს წარმოადგენს. კომპანიის სადაზღვევო მომსახურებით ასზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია სარგებლობს, რომლებიც მოღვაწეობენ წარმოების, ენერგეტიკის, მედიცინის, სპორტის, მშენებლობის, იურისპრუდენციის, ტურიზმის, ავიაციისა და ხელოვნების სფეროში.
„მაი ჯორჯიას“ დირექტორმა — ლევან ჯიშკარიანმა განაცხადა: „სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ „მაი ჯორჯია“ მრავალი წლის განმავლობაში სადაზღვევო ბაზრის ლიდერი და ერთადერთი 100%-ით უცხოური ინვესტიციით შექმნილი საერთაშორისო ბროკერია საქართველოში, რომელიც სტანდარტულ სადაზღვევო პროდუქტებთან ერთად მრავალ ნიშურ პროდუქტს სთავაზობს სადაზღვევო ბაზარს და შემოაქვს ადგილობრივ ბაზარზე დაზღვევის ახალ სახეობები. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი 15-წლიანი მოღვაწეობის კვალდაკვალ, ქვეყანაში სადაზღვევო ბროკერის ინდუსტრია შეიქმნა, განვითარდა და დღეისათვის ქართულ ბაზარზე ამ საქმიანობით უკვე ოცამდე კომპანიაა დაკავებული“.
ქართულ სადაზღვევო ბაზარზე მოღვაწეობის განმავლობაში „მაი ჯორჯიას“ მიერ სადაზღვევო და გადამზღვევი კომპანიებისათვის მოზიდული სადაზღვევო პრემიის რაოდენობა 200 მილიონ ლარს აჭარბებს, ხოლო ქვეყნის ბიუჯეტში გადასახადების სახით ორ მილიონ ლარზე მეტია გადახდილი.
აღსანიშნავია, რომ MAI ჯგუფი ავსტრიულმა ჯგუფმა GrECo-მ შეიძინა და შესაბამისად ნოემბრიდან კომპანია ახალი სახელით განაგრძობს მოღვაწეობას.